x
image
კატაპულტი
აფხაზური ანდაზები – ეს საინტერესოა!
image
ხალხური ზეპირსიტყვიერება ყველაზე უკეთ გამოხატავს ამა თუ იმ ერის ხასიათს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ აფხაზურ ანდაზებს:

1.კამეჩი ბალახს ხედავდა და ღობეს ვერ ამჩნევდაო.

2.კარგი ქალის ქმარს საგზალი არ უნდაო.


3.კატის შვილი თაგვს დაიჭერსო.

4.ძროხის ფეხი ხბოს არ მოკლავსო.

5.ძმა სისხლს ჰგავს, მეზობელი გულს.

6.ღვინის ქურდს თხლეზე დაიჭერენო.

7.ცოლი დედის მიხედვით უნდა შეირთო.

8.ვისი ახალგაზრდობაც არ გინახავს, იმის სიბერეს ნუ დასცინი.

9.დაცინვა დამცინველს ემართებაო.

10.ვისაც ხარი არ ჰყავდა, სახნავზე მამალი გაჰყავდაო.

11.მეორედ მოსვლის შიშით ჭიამ თვალები მოითხარა, მეორედ მოსვლა არ მოხდა, თვითონ კი ბრმად შემორჩა დედამიწასო.

12.მთვრალ კაცს ხელის კვრა არ უნდა, თვითონ წაიქცევაო.

13.ცხენი მოკვდეს, მინდორი დარჩეს;კაცი მოკვდეს, სიტყვა დარჩეს.

14.კეთლი ქენი, წყალს გაატანე, არ დაიკარგება.

15.ხე ფესვითა დგას, ადამიანი მოყვრითა.

16.სპილენძის სახლში მცხოვრებს ერთი ღერი სპილენძის ლურსმანი დააკლდაო.

17.ცხენი ჯიშით ირბენს.

18.ვისაც შვილი არ მოკვდომია, მას შენს შვილს ნუ ატირებ.

19.ვინც ადრე ადგა, მან თავის ჭაკ ცხენს კვიცი ფაშატი შემატაო.

20.შიში წარმოსდგა ეშმაკისგან.ხოლო ვაჟკაცობა წინასწარმეტყველისგან.

0
921
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
921
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0