ვარსკვლავები კრისტენ სტიუარტი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა 2012, 20 ივნისი, 14:40 ჟურნალმა Forbes გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სია. ჩამონათვალში ლიდერობს მსახიობი კრისტენ სტიუარტი, „ბინდის საგის“ 22 წლის მსახიობის წარმატება ნამდვილად შესაშურია, ბოლო ხანებში მისი მონაწილეობის გარეშე არც ერთი რეიტინგი არ ქვეყნდება-ყველაზე მდიდარი, ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი, ყველაზე ლამაზი.. მისი ურთიერთობა "ვამპირ" რობერტ პატისონთან ტაბლოიდების მუდმივი განხილვის თემაა. 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისის განმავლობაში კრისტენმა ნაყოფიერად იშრომა და გამოიმუშავა 34, 5 მლნ დოლარი ფილმში "ბინდის საგა" და ეკრანებზე ახლახან გამოსული ბლოკბასტერის "ფიფქია და მონადირეში"შესრულებული როლებიდან. რეიტინგის ათეულში დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: პირველ ხუთეულში კრისტენის შემდეგ არიან კამერონ დიასი-34 მლნ დოლარი, სანდრა ბალოკი- 25 მლნ დოლარი, ანჯელინა ჯოლი-20 მლნ.დოლარი და შარლიზ ტერონი -18 მლნ.დოლარი. მომდევნო ხუთეულში შევიდნენ ჯულია რობერტსი-16 მლნ.დოლარი, სარა ჯესიკა პარკერი-15 მლნ.დოლარი; მერილ სტრიპი-12 მლნ. დოლარი, კრისტენ ვიიგი-12 მლნ. დოლარი; ჯენიფერ ანისტონი-11 მლნ დოლარი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 412 2-ს მოსწონს 2-ს არა
|