x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
კრისტენ სტიუარტი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა
ჟურნალმა Forbes გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სია. ჩამონათვალში ლიდერობს მსახიობი კრისტენ სტიუარტი, „ბინდის საგის“ 22 წლის მსახიობის წარმატება ნამდვილად
შესაშურია, ბოლო ხანებში მისი მონაწილეობის გარეშე არც ერთი რეიტინგი არ ქვეყნდება-ყველაზე მდიდარი, ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი, ყველაზე ლამაზი..

მისი ურთიერთობა "ვამპირ" რობერტ პატისონთან ტაბლოიდების მუდმივი განხილვის თემაა.
2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისის განმავლობაში კრისტენმა ნაყოფიერად იშრომა და გამოიმუშავა 34, 5 მლნ დოლარი ფილმში "ბინდის საგა" და ეკრანებზე ახლახან გამოსული ბლოკბასტერის "ფიფქია და მონადირეში"შესრულებული როლებიდან.

რეიტინგის ათეულში დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: პირველ ხუთეულში კრისტენის შემდეგ არიან კამერონ დიასი-34 მლნ დოლარი, სანდრა ბალოკი- 25 მლნ დოლარი, ანჯელინა ჯოლი-20 მლნ.დოლარი და შარლიზ ტერონი -18 მლნ.დოლარი.

მომდევნო ხუთეულში შევიდნენ ჯულია რობერტსი-16 მლნ.დოლარი, სარა ჯესიკა პარკერი-15 მლნ.დოლარი; მერილ სტრიპი-12 მლნ. დოლარი, კრისტენ ვიიგი-12 მლნ. დოლარი; ჯენიფერ ანისტონი-11 მლნ დოლარი.
image


image
image

image

image

image

image

image

image

image







0
412
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:maia
maia
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0