x
აბრაამული მონოთეიზმის საიდუმლო (დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", საიდან გააგდეს ლუციფერი, საიდან გააგდეს ადამი და ევა, სად გადაიხვეწა კაენი და სად ცხოვრობს "ღმერთი" იაჰვე)
თავდაპირველად ვიტყვი, რომ ჩემი ეს სტატია უმთავრესად არის ჩემი მოსაზრება, მაგრამ დაფუძნებული თეოსოფების, გნოსტიკოსების, სატანისტი ფილოსოფოსების და ნაწილობრივ ორთოდოქსი და კათოლიკე ქრისტიანი აპოლოგეტებისა და მწერლების რწმენა წარმოდგენებზე და ეზოთერულ ცოდნაზე (მაგ. ელენა ბლავატსკაია, ენტონი ლავეი, ნიკოლაი ლევაშოვი, დანტე ალიგიერი და ედმუნდ ჰალეი).

მინდა დავსვა რამოდენიმე კითხვა:

1) რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?

2) რა არის სინამდვილეში სამოთხე?


3) საიდან გააგდეს ადამი და ევა?

4) როგორი იყო ძველი შუმერების, ბაბილონელების და იუდეველების რელიგიები?

5) ვინ არის ძველი აღთქმის ებრაული "ღმერთი" იაჰვე?

6) საიდან გააგდეს ლუციფერი და მისი მომხრეები?

7) რა იცოდა დანტე ალიგიერიმ?

8) საიდან და სად გააგდეს ძმის მკვლელი კაენი??

მე მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი როგორც გნოსტიკოსი რელიგიათმცოდნის მოსაზრება დაფუძნებული მისტიკოსთა კვლევებზე და თეისტური დოგმატების ანალიზზე ზემოთხსენებულ კითხვებთან დაკავშირებით. მე ანალიზის შედეგად მივედი ამ მოსაზრებამდე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.

ადრექრისტიანულ ეპოქაში მცხოვრები გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ფიზიკური კოსმოსი სატურნის ორბიტის ჩათვლით ეკუთვნით არქონტებს (ბოროტ ანგელოზებს), რომლებიც არიან შვიდნი, ყველაზე პირველი – ილდაბაოთი იგივე ლალდაბაოთი (რომლის სახელიც არამეულად ნიშნავს ზეცის უფალს) მეფობს პლანეტა სატურნის სისტემაში, ელოი – იუპიტერის სისტემაში, საბაოთი – მარსზე და ა.შ. დედამიწაც ასევე არის ამ არქონტების დომინაციის ზონა ოღონდაც არა ისე როგორც დანარჩენი კოსმოსი. არქონტების სამეფოებს ეწოდებათ – კენომა (არარაობა და სიბნელე), უფრო შორს არის ილდაბაოთის დედის – სოფია ახამოტის სამეფო, ხოლო კიდევ უფრო შორს ეონი ქრისტეს, ეონი ნუსის და პლერომას ანუ კეთილი სისავსის 31 ეონისა (ნუსის და ქრისტეს ჩათვლით 33). ამას ამტკიცებდნენ გნოსტიკოსები, ამას ამტკიცებენ თეოსოფები.

ელენა ბლავატსკაია თავის ნაშრომში "ელემენტალები" წერს რომ ძველი ბერძენი პლუტარქეს მიხედვით სივრცე დედამიწიდან მთვარემდე ეკუთვნის ჰადესს და მის დემონებს, რომელთა შორის არის დემონესა ჰეკატა, ღამის კუდიანი, ეს სივრცე უკავიათ ჰადესის სამეფოს სულებს, ხოლო მთვარიდან უკვე იწყება ჰიპერ ურანია ანუ ცის მიღმიერი (ზე ციური) ღმერთების სამეფო. სხვათაშორის ბერძნები პლანეტა იუპიტერთან აიგივებდნენ ზევსს.

გნოსტიკური სწავლებით იაჰვე ცხოვრობს მთვარეზე, კონსპიროლოგები ამტკიცებენ რომ არქონტები არიან ბოროტი ანგელოზები, რეფტილოიდები რომლებსაც ეთაყვანებიან მონოთეისტები (ისე რომ უმეტესობამ არც კი იცის ვის ადიდებს!), ტრადიციული აბრაამიზმის მიხედვით ლუციფერი და მისი მომხრე ანგელოზები იყვნენ იაჰვეს ქმნილებები, რომლებიც აუჯანყდნენ მას და დაისაჯნენ; იაჰვემ ისინი "ზეციდან" "ქვესკნელში" ისროლა (გადააგდო). კაენზეც არის ნათქვამი რომ "ნოდის ქვეყანაში" წავიდაო... რაო? რა ნოდის ქვეყანა? ჯერ ერთი ადამი და ევა იმ დროს უკვე გაგდებულნი იყვნენ ედემიდან... სად იყო ედემი? თუ დავუჯერებთ ფუღურო დედამიწის ჰიპოთეზის მომხრე მეცნიერებს და მისტიკოსებს (მაგალითად პეტრე პოლს) ის მდებარეობს დედამიწის შიგნით ჩრდილოეთი პოლარული წრის გასწვრივ და წარმოადგენს პლანეტის ეკვატორულ სიბრტყეზე არსებული მიდგარდის მიწის "ცის მყარს" ანუ თაღოვან ნაგებობას (რომელიც აშკარად არქონტებმა შექმნეს), იქაა სწორედ ოლიმპოს მთა და 4 მდინარე რომელიც ოთხად იტოტება და რწყავს ედემს ანუ ჰიპერბორეას იგივე ასგარდს! სხვათაშორის ეს ბიბლიურ მითებს არ ეწინააღმდეგება. ბიბლიაში სწორედ რომ არქონტების მიერ ფუღურო დედამიწის შექმნაზეა საუბარი, ბიბლიას ბევრი დასცინის, ხოლო მორწმუნეები ვერ იგებენ, სწორედ ამის გამო! ბიბლიაში ნახსენები არიან არქონტები იგივე ელოჰიმები (ანდროგინი რეფტილოიდები) და არა სამება ან ერთი კონკრეტული უფალი, მეორეც ბიბლია დაფუძნებულია ბაბილონურ და შუმერულ წყაროებზე სადაც ნახსენებია არა ერთი ადამი არამედ შვიდი! რომელთაგან თითოეულს ჰყავდა ცოლი სახელად "ლილიმი"! ესეც მინიშნება ადამის პირველ ცოლზე ლილიტზე, რომელზეც არის საუბარი რაბინთა წიგნებში! და არავინ დამიწყოს მტკიცება ეგ ტყუილიაო! ესაა ჩემი ეზოთერული მოსაზრება!

ახლა ბევრი რამ გავიგეთ, მაშასადამე ლუციფერი, სატანა, ბელიალი, ლევიათანი და მათი ლეგიონები მთვარიდან ჩამოაგდეს დედამიწაზე! დანტე ალიგიერი რომელიც იყო მორწმუნე კათოლიკე, თავის "ღვთაებრივ კომედიაში" ამტკიცებდა რომ ლუციფერი ზეციდან უფალმა ჩამოაგდო ისე რომ პლანეტა თავით გაიტანა, ცენტრში გაეჩხირა და სამხრეთ პოლუსზე წარმოშვა გიგანტური მთა რომელიც არის კიდეც განსაწმენდელი ანუ ლიმბუსი!

დანტე მონოთეისტი იყო და არა გნოსტიკოსი, მაგრამ მან მაინც იცოდა ბევრი რამ. ჯოჯოხეთი შედგება 9 სარტყელისგან, ცენტრში არის ლუციფერი, ჯოჯოხეთში არიან "უფლისგან" განდგომილნი. არის აგრეთვე 10 "ცა", ესენია: პირველი ცა – მთვარე, მეორე ცა – მერკური, მესამე ცა – ვენერა, მეოთხე ცა – მზე, მეხუთე ცა – მარსი, მეექვსე ცა – იუპიტერი, მეშვიდე ცა – სატურნი, მერვე ცა – "ვარსკვლავთა" სფერო, მეცხრე ცა – კრისტალური ცა და მეათე ცა – ემპირეი ანუ ცეცხლოვანი ღვთაებრივი სფერო, ღმერთის სამეფო.

დანტემ მეტ ნაკლებად სწორად აღწერა სამყაროს სტრუქტურა, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა ის რომ 1) დემონები რომლებიც დედამიწის შიგნით ცხოვრობენ არ არიან ბოროტი ძალები 2) ბიბლიაში ნახსენებია 7 ბოროტი არქონტი 3) 7 ცას მართავენ არქონტები. ეს მას აშკარად გამორჩა, რადგანაც კათოლიკე მონოთეისტი იყო.

ახ. წ. 325 წელს ნიკეის კრების შემდეგ ორთოდოქსებმა მოაწყვეს გნოსტიკოსების გენოციდი. ამჟამად მსოფლიოში ბატონობს მონოთეიზმი (არქონტების რელიგიები).

პლუტარქე დანტეს მსგავსად ხედავდა საერთო სურათის უდიდეს ნაწილს, ხოლო სრულ რეალობას ხედავდნენ მხოლოდ გნოსტიკოსები. სხვათაშორის გნოსტიკოსებს ბევრ რამეში ეთანხმებიან საენტოლოგები. ის შავი უდაბნო და სიცარიელე რომელზეც საუბარია ბიბლიურ მითებში ესაა კონკრეტულად დედამიწა და კოსმოსი მთვარემდე, სადაც დატყვევებულნი არიან დემონები და წარმართული ღმერთები. დანარჩენი თვითონ გაიაზრეთ. მე დავასრულე.

imageimageimageimageimageimage





imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
174
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
174
  
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A5%D0%B5%D1%80%D1%86%D0%BE%D0%B3,_%D0%97%D0%B5%D1%8D%D0%B2
0 1 1