ტკბილეული რძის ფხვნილის უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტი (ერთხელ თუ მოამზადებთ, მაღაზიისკენ აღარ გაიხედებით) 2017, 13 დეკემბერი, 10:32 ინგრედიენტები: რძის ფხვნილი – 250 გრ. შაქარი – 300–350 გრ. კარაქი – 100 გრ. წყალი – 100 მლ. კაკაოს ფხვნილი – 2–3 ს. კ. ვანილი – 1 მწიკვი მომზადება:
I. მოხარშეთ წყლით და შაქრით სიროფი. დიდი ხნით დუღილი საჭირო არ არის, საკმარისია წამოდუღების შემდეგ, ცეცხლზე მხოლოდ 5 წთ. გაჩერება. II. ცხელ სიროფში მოათავსეთ კარაქი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ, მანამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. III. ერთმანეთში შეურიეთ რძის და კაკაოს ფხვნილი. IV. ჩაასხით სიროფი რძის ფხვნილის და კაკაოს ნაერთში და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ამ ეტაპზე, უნდა დაამატოთ ვანილი ან რომელიმე სხვა არომატიზატორი (კარდამონი (ილი), დარიჩინი). ყველაფერი კიდევ ერთხელ შეურიეთ და მაცივარში შედგით 30-40 წუთით, რომ მასა შესქელდეს. V. გამოძერწეთ ნებისმიერი ფორმის კანფეტი და ამოავლეთ კაკაოში. VI. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ამოავლოთ დაფქულ ნიგოზში ან ქოქოსის ფანტელში. VII. მოათავსეთ კანფეტი კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. მაცივარში ის 5 დღე ინახება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა) 544 7-ს მოსწონს
|