რელიგია გნოსტიკური ქრისტიანობა, არქონტები, ეთეროდინამიკა და ფუღურო დედამიწის ჰიპოთეზა 2017, 6 დეკემბერი, 23:40 თავდაპირველად მსურს ვთქვა, რომ ახლა რასაც გიამბობთ (ის რაც ამ სტატიაშია) არ არის მხოლოდ ჩემი იდეა (რაც აშკარად ჩანს), ესაა მთელი რიგი მეცნიერების და ძველი მსოფლიოს ფილოსოფოსთა და რელიგიურ მიმდინარეობათა ეზოთერული და პარაფსიქოლოგიური დოქტრინები.
დავიწყოთ იმით, რომ ქრისტიანობის ისტორია სულაც არაა ისეთი როგორიც ბევრს ჰგონია და ალბათ ამ სტატიის წამკითხველი მონოთეისტები სულ გინებას და წყევლას დამიწყებენ, მაგრამ მაინც ვიტყვი, ეს ცოდნა არის ისტორიის ნაწილი, ამაზე საუბრობდნენ და საუბრობენ ცნობილი მეცნიერები და მისტიკოსები, ესენია: მარკიონი, ბასილიდე, ვალენტინუს ალექსანდრიელი, კარპოკრატე, ალექსანდრიელი, სიმონ სამარიტელი, მენანდრე, ეპიფანე, ევფრაატ პერატიკი, სატორნინე, ელენა ბლავატსკაია, ელეინ პეიჯელსი, ერიხ ფონ დანიკენი, რაფაელ პატაი, რობერტ გრეივსი, ტიმოთი ფრეკი, პიტერ განდი, პეტრე პოლი, ედმუნდ ჰალეი, ლეონარდ ეილერი, ნიკოლა ტესლა, მაიკლ კრემო, დევიდ აიკი და სხვები.
ამ ადამიანთა კვლევების თანახმად, კონკრეტულად კი ადრექრისტიანულ ეპოქაში მცხოვრები გნოსტიკოსი ქრისტიანების (ქრისტიანი ეზოთერიკების) სწავლებით უმეტეს წილად, სამყარო სულაც არაა ისეთი როგორც მონოთეისტები ან მატერიალისტები ამტკიცებენ. მათი აზრით სამყარო იყოფა სამ ნაწილად, ესენია: 1) პლერომა ანუ სისავსე – 33 ღვთაებრივი ეონის სამეფო (ზოგიერთი ცნობით სინათლის გალაქტიკური ფედერაცია), კოსმიური სივრცე ოორტის ღრუბლის გარეთ (თუ დავუჯერებთ გნოსტიკოსებს და თანამედროვე ეზოთერიკებს), სადაც სახლობენ კეთილი ზეადამიანები, მათ შორის ეონი ქრისტე, რომელიც გნოსტიკოსთა მიხედვით არის არა მსაჯული და მხსნელი არამედ ჭეშმარიტი სინათლის მამისგან (ნუსისგან) ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნილი კეთილი ეონი, რომელსაც დაევალა რჩეულთათვის მოეტანა ცოდნა სამყაროს რეალური აგებულების და ძალთა ბუნების შესახებ. 2) კერასმოსი – სოფია ახამოტის ერთ–ერთი დაცემული ეონის პისტის–სოფიას ქალიშვილი, ნახევრად ბნელეთი და ნახევრად სინათლე (ისევე როგორც მისი სამეფო), ესაა სივრცე სატურნის ორბიტის გარეთ. ახამოტი არის საშუალო სივრცის მეთვალყურე. 3) კენომა იგივე გისტერმა – ბოროტი ანგელოზების ე.ი. 7 ბოროტი არქონტის სამეფო (კოსმოსი მზიდან სატურნის ორბიტის ჩათვლით), სადაც აგრეთვე მდებარეობს დედამიწა. 7 არქონტი: ილდაბაოთი – სატურნის მეფე, ელოი – იუპიტერის მეფე, საბაოთი – მარსის მეფე, იაჰვე – მთვარის მეფე, ორეუსი – პლანეტა ვენერას მეფე, ასტაფაიოსი – პლანეტა მერკურის მეფე და ადონაი (ადონეუსი) – მზის მეფე. ეს არსებები დაკავშირებულნი არიან კოსმიურ სხეულებთან.
დედამიწა ხელოვნური წარმომავლობისაა და შექმნილია ამ 7 არქონტის მიერ, ისევე როგორც კაცობრიობა. ილდაბაოთი იყო პირველი ეონი კენომაში, შობილი სოფია ახამოტის მიერ ასტრალური მატერიისგან (ძველ ბერძნულად "ასტრონ" ნიშნავს ვარსკვლავებს, აქაც არის მინიშნება იმაზე რომ ასტრალურ სივრცეში იგულისხმება კოსმიური სივრცე სადაც არის უთვალავი ვარსკვლავი, რომელთა შორის სივრცე სავსეა კოსმიური ეთერით, რომლის შესახებაც საუბრობდა ნიკოლა ტესლა). არქონტები ბოროტი არსებები არიან და უარყოფენ პლერომას იდეებს (სიყვარული, მშვიდობა, თავისუფლება, სიბრძნე) ან საერთოდაც არ იციან მისი არსებობის შესახებ. პლერომას შეცნობა შეძლეს პირველმა ადამიანებმა და ილდაბაოთის ანგელოზმა სატანა ოფიომორფისმა და ისიც ქრისტეს დახმარებით, რის გამოც აუჯანყდნენ მას და დაისაჯნენ კიდეც. პლერომას ძალები პერიოდულად აგზავნიდნენ განმანათლებლებს კენომაში, მაგრამ არქონტები ცოდნით განთავისუფლებულ ადამიანებს ებრძოდნენ და სჯიდნენ.
სხვათაშორის რაბინთა ლიტერატურაში პირდაპირ არის ახსნილი თუ რატომ დაღუპა არქონტმა იაჰვემ (რომელსაც იუდეველები ეთაყვანებიან) სოდომის და გომორას მოსახლეობა. იქ წერია რომ ისინი ადამის და ვამპირი (შედიმი) ლილიტის შთამომავლები იყვნენ ანუ ნახევრად დემონები და ნახევრად ადამიანები, ამას ადასტურებს მრავალი ეზოთერიკი და მითოლოგიის მკვლევარი (მაგალითად დევიდ აიკი და რაფაელ პატაი). მეცნიერი პეტრე პოლი და სხვა მკვლევარები ძველი მისტიკოსების მსგავსად ამტკიცებენ რომ დედამიწა (ისევე როგორც თითქმის ყველა კოსმიური სხეული ჩვენ მზის სისტემაში) ხელოვნურია და შიგნით ფუღურო (რამოდენიმე სურათზე ხედავთ ამის გამოსახულებას). ისინი ამტკიცებენ შემდეგს: 1) ძველი აღთქმის "ღმერთი" არაა კეთილი უფალი 2) ძველ აღთქმაში საუბარია არა სამებაზე ან ერთ უფალზე არამედ 7 არქონტზე 3) ქრისტე არცერთის შვილი არაა 4) დედამიწა ფუღუროა და შიგნით არის სიცოცხლე 5) მიწისქვეშა სამეფოს ეწოდება აგარტა 6) ბიბლიაში საუბარია სწორედ ამაზე და არა სამყაროს შექმნაზე! 7) დედამიწის შიგნით ეკვატორის სიბრტყეზე ძევს მიწის დისკო ცენტრში მთით რომლის წვერზეა მოთავსებული ხელოვნური მზე. 8) ეკვატორული სიბრტყე გადახურულია მყარი ცის თაღით, რომელსაც ეწოდება ასგარდი იგივე ჰიპერბორეა და რომლის ცენტრში იგივე ტიპის მთაა ზემოდან ჩრდილოეთის ციალის გამომწვევი მინიატურული მეორე მზით. 9) დედამიწის შიგნით არის ოკეანეები და ზღვები 10) წარღვნა მოხდა შიგნით და არა ზედაპირზე 11) სოდომი და გომორა გაანადგურა იაჰვემ, რომელიც ცხოვრობს მთვარეზე აი ასეთ რამეს ამტკიცებენ ძველი გნოსტიკოსებით დაწყებული ამჟამინდელი ეზოთერიკებით და მითოლოგიის მკვლევარებით დამთავრებული ის ზემოთხსენებული მისტიკოსები და მეცნიერები და კიდევ მრავალი სხვა. ასეთი წარმოდგენები ჰქონდათ მათ. გნოსტიკოსები და მათი მსგავსები დღემდე ფიქრობენ რომ ჩვენს მზის სისტემას მართავენ არქონტები. გნოსტიკოსები ამტკიცებენ რომ მონოთეისტები არქონტებს ემსახურებიან და რომ მხოლოდ მათ აქვთ ჭეშმარიტი ცოდნა (მიღებული ქრისტესგან). გნოსტიკური მოძღვრება, ეთეროდინამიკა, ტესლას იდეები და ფუღურო დედამიწის ჰიპოთეზა უკვე ისტორიად იქცა. მეოცე საუკუნეში და ბოლო წლებში ასევე ისრაელში და ეგვიპტეში იპოვეს მრავალი გნოსტიკური ხელნაწერი. მეცნიერთა გაოცებას საზღვარი არ აქვს. ქრისტიანული რელიგია სულაც არ ყოფილა ისეთი როგორც ბევრს ეგონა. სხვათაშორის ფუღურო დედამიწის თეორია აღებულია ძველი მსოფლიოს ხალხთა რელიგიური მითებიდან. ამგვარი მითები ჰქონდათ ყველა ხალხს. ყველა რელიგიაში იყო და არის ეს. ძველი ბერძნების რელიგიაში იყო კოსმიური ეთერის კონფეცია, მეცნიერებმა სწორედ იქიდან აიღეს ეს, თუმცა აინშტაინმა მერე ეს უარყო. ბრტყელი დედამიწის შესახებ წარმოდგენები ზოგიერთი რელიგიათმცოდნის აზრით სულაც არაა აბსურდი, უბრალოდ ის არასწორად გვესმის. 112 2-ს მოსწონს
|