ტენდენციები თუ ამ პარამეტრებს აკმაყოფილებთ- გილოცავთ! იდეალური ფეხები გაქვთ! 2017, 6 დეკემბერი, 11:39 ![]() შემდეგი პარამეტრია -მუხლის ფორმა, რომელიც მრგვალი უნდა იყოს. არც მასზე, მის ზემოთ და არც მის ქვემოთ “ტომრები არ უნდა იყოს". მუხლი სარკეში უნდა შეაფასოთ და არა ზემოდან დახედვით. თუ ფეხს მუხლის სახსარში ოდნავ მოხრით და სარკეში მუხლის ანარეკლს შეხედავთ.იდეალური ფეხების პატრონი ადვილად გაარჩევს მუხლზე “ბავშვის სახეს" მთელი ატრიბუტებით: თვალებით, ლოყებით და ა.შ. ფეხის უკანა მხარეს, მუხლის ქვეშ კი პატარა ჩაღრმავება უნდა იყოს, რომელსაც მამაკაცები ფრიად მიმზიდველად თვლიან. ქალის ფეხების კიდევ ერთი ღირსებაა-კოჭი, რომელიც მეტისმეტად დაძარღვული არ უნდა იყოს, მაგრამ მასზე მყესი უნდა იკვეთებოდეს. წვივებს რაც შეეხება-ისინი პროპორციული, მკვრივი და მომრგვალებული უნდა იყოს. ნავარჯიშევი და კუნთებამომჯდარი წვივი ისეთივე უსიამოვნოა, როგორც მოშვებული, თონთლო წვივი. ლამაზი წვივების ერთერთი პარამეტრია -აქილევსის მყესი, რომელიც ნაზი, დახვეწილი და რელიეფური ფორმის უნდა იყოს, ორივე მხარეს ჩაღრმავებებით. თეძოების იდეალური ფორმა-სწორედ ამის მისაღწევად ღვრიან ქალები ოფლს სპორტდარბაზებსა თუ ფიტნეს კლუბებში. თუ ბარძაყებს ვიზუალურად სამ ნაწილად დავყოფთ, მაშინ ყველაზე ფართო ნაწილი ზემოთ უნდა იყოს მოქცეული და ე.წ. “ღრიჭო" ბარძაყებს შორის, სწორედ ამ ზედა ნაწილებს შორის უნდა იყოს. პროფილში ბარძაყები თითისტარს უნდა გავდეს-ანუ, ზედა ნაწილში და მუხლებთან ახლოს რამდენადმე ვიწრო უნდა იყოს და შუა ნაწილში კი ოდნავ ფართოვდებოდეს. და ყველაზე მთავარი- ფეხები პროპორციულად უნდა ეხამებოდნენ სხეულს. არსებობს ამის განმსაზღვრელი სტანდარტიც: ![]() 384 3-ს მოსწონს
|