მცხეთა მთიანეთი ბაღდათის გამგებელი გარდაცვლილი ნახეს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?! 2017, 5 დეკემბერი, 16:35 ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა.
2016 წლის აპრილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით ირაკლი გეგეშიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
103 შეფასება არ არის
|