ქალი და მამაკაცი სექსი ჯანმრთელობაა 2017, 5 დეკემბერი, 14:23 სექსის დაკავებისათვის მიზეზი არ არსებობს, ის, როგორც წესი, სპონტანურად ხდება და აბედნიერებს ადამიანს, თუმცა გარდა ამისა, ის ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. მამაკაცებში, რომელთაც იშვიათად აქვთ სექსი, იზრდება ერექციული დისფუნქციის რისკი, ხოლო ისინი, ვისაც სტაბილურად აქვს სექსი, მაღალი პოტენციით ხასიათდებიან.ეს მხოლოდ მამაკაცებს არ ეხებათ, ქალებს, ვისაც იშვიათად აქვთ ინტიმური კავშირი, უჭირთ ორგაზმის მიღწევა. გარდა ამისა, სექსი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ, ვისაც კვირაში 2-3-ჯერ აქვთ სექსი, უძლიერდებათ იმუნური სისტემა. ენდორფინებისა და ოქსიტოცინების გამოყოფის ხარჯზე ჩვენ თავს ბედნიერებად ვგრძნობთ და ამასთან ნაკლებია სტრესულ სიტუციებში ემოციური ფონის გაუარესება. გარდა ამისა, სექსი დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს.ბრიტანელი მეცნიერების კვლევებმა დაადგინა, რომ სექსი აუმჯობესებს გულის კუნთებს და ამცირებს ინფარქტის რისკს.რაც შეეხება პროსტატის სიმსივნეს, ჰარვარდის სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიური ორგაზმი მამაკაცებში ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის შანსს. და ბოლოს, ვისაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ აქვს სექსი, მას ერღვევა სქესობრივი ჰორმონების გამოყოფის სტაბილურობა, ამის შედეგად კი, ადამიანს თანთადათან უქვეითდება სქესობრივი კავშირის სურვილი. 164 2-ს მოსწონს
|