x
მეტი
  • 16.11.2024
  • სტატია:138277
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511973
მარინა კურტანიძე – პირველი ქართველი მეღვინე ქალი

image



ჩემი მიზანი იყო სტერეოტიპების რღვევა და მარანში ისედაც აქტიურად მოფუსფუსე ქალების ჩრდილიდან გამოყვანა...

განათლებით ბიოლოგი ვარ, შემდეგ „იესემში“ მენეჯმენტი ვისწავლე, ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის მიმართულებაც ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა იყო. 2006 წლიდან დღემდე ვმუშაობ თბილისის ზოოპარკში, მენეჯერის თანამდებობაზე - ეს პოზიცია სრულად შეესაბამება ჩემს განათლებას. 2003 წლიდან ჩემმა მეუღლემ იაგო ბიტარიშვილმა თავისი ცოდნა და გამოცდილება მთლიანად მეღვინეობის სფეროზე მიმართა და შექმნა ღვინის კომპანია „იაგოს ღვინო“.

image

დავიწყეთ ოჯახური ბიზნესი - ქვევრის ღვინის დაყენება საკუთარი ვენახიდან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, და ღვინის გატანა ევროპის ბაზარზე. გაჩნდა ახალი ინტერესი - ღვინის შეცნობა, ღვინის დაყენების მეთოდებში გარკვევა და 2012 წელს მე და ჩემმა კომპანიონმა თეა მელანაშვილმა, დავაფუძნეთ ღვინის კომპანია „მანდილი“.
ბევრი დამწყები ბიზნესისგან განსხვავებით, „მანდილმა“ უფრო იოლი გზით იარა, ვინაიდან ეს გზა, რომელმაც ქვევრის ღვინოს მსოფლიო აღიარება და სახელი მოუტანა, ჩემს მეუღლესთან ერთად, თავისი სირთულეებით უკვე გავლილი გვქონდა.

იხილეთ მეტი

1
73
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
73
  
2017, 5 დეკემბერი, 14:41
კაია, ყოჩაღ, ასეტი წარმატებული ხალხი უნდა გაგვაცნოტ, აბა ვის რაში ჭირდება ზოგი აქ რომ არავინ ტიპებს სილიკონიან ზუზუ ბიკინებში გამოწყობილებს რომ ცხვრში გვჩრის წავიდეს ამ დონის ხალხმა ტავად ატვალიეროს ფლეიბოი ჯურნალი და ჩვენ როგორმე გავიგნებტ გზას ტუ მოგვინდა შიშველ ქალ- კაცების ყურება :D
0 1 1