![ფრანგ მასწავლებელზე ძალადობა
მოსწავლეების მხრიდან image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017120512492080127.jpg)
საფრანგეთში ავგუსტ რენუარის სახელობის ლიცეუმის მასწავლებელმა, თავის ხუთ მოსწავლეს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი და სამართალდამცავ ორგანოებში მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა .
მასწავლებლის განცხადებით ეს ფაქტი ერთ-ერთი გაკვეთილის დროს მოხდა, სადაც მოსწავლეებმა სცადეს მისი ძალით შეკავება.
სტუდენტების მეგობრები კი ამ ფაქტს უარყოფენ და საქმეს გარკვეულ შურუსძიებას უკავშირებენ. “სტუდენტები არც კი შეხებიან მასწავლებელს:" განაცხადეს მათ.
გამოძიება დაწყებულია.