x
image
კატაპულტი
2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე
image
2008 წელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მძიმე გამოდგა.მას შემდეგ 9 წელიწადზე მეტია გასული და ბევრმა არც კი იცის რა ხდებოდა რეალურად 2008 წლის აგვისტოში შიდა ქართლში.ქვემოთ წარმოგიდგენთ საინტერესო კითხვებსა და ჩვენთვის მწარე პასუხებს მათზე.

რა ხდებოდა ომამდე შიდა ქართლში?

2008 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის მოსახლეობაში, რომლებიც ცხინვალის რაიონთან ახლოს ცხოვრობდნენ, ყოველთვის იყო შიში, რომ ოსები იერიშს მიიტანდნენ მათზე, ამის საფუძველს კი იქ მიმდინარე სამხედრო სწავლებები იძლეოდა.90-იანი წლების შემდეგ ცხინვალიდან 10-15 კილომეტრში ყოველთვის ისმოდა სროლების და აფეთქებების ხმა.ქართულმა მოსახლეობამ კი იცოდა, რომ ეს მათი “უჩენიები"(ასე მოიხსენიებდნენ ადგილობრივები სამხედრო სწავლებებს) იყო.გარდა ამისა, მოსახლეობამ ისიც კარგად უწყოდა, რომ ოსებს ე.წ.შავი სიები ჰქონდათ, სადაც ჩამოთვლილი იყო ადამიანთა გვარ-სახელები, ვინც 90-იანებში ოსების წინააღმდეგ იბრძოდა და ვიდრე მათ არ გაუსწორდებოდნენ, არ მოისვენებდნენ.

როდის დაიწყო ომი?


ამაზე ზუსტი პასუხი დღესაც არ არსებობს.ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ ეს იყო 7 აგვისტო.რეალურად, საბრძოლო მოქმედებები უფრო ადრე დაიწყო, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის “ხელისუფლებამ" თავისი მოქალაქეები ქალაქიდან ჯავაში გადაიყვანა.7 აგვისტოს კი ქართულმა მხარემ მასშტაბური ძალა ჩართო შეტაკებებში.

მოხდა თუ არა ქართული მოსახლეობის ევაკუაცია?

მიუხედავად იმისა, რომ ოსურმა მხარემ მოსახლეობის ევაკუაცია აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყო და 4 რიცხვისთვის უკვე დაცლილი იყო ცხინვალი, ქართულმა მხარემ ჯარის შეყვანის შემდეგაც არ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი შეტაკებები, უფრო მეტიც, ქართული სოფლების დაცლა მოსახლეობისაგან ძირითადად ქართული ჯარის რეგიონის დატოვების შემდეგ დაიწყო.

გამოავლინა თუ არა ქართულმა ჯარმა პროფესიონალიზმი?

ამაზე პასუხად, უმეთაუროდ დატოვებული რეზერვისტებიც კმარა, რომლებიც იმასაც ვეღარ არკვევდენ რომელი იყო ქართული სოფლები და უმისამართოდ ისროდნენ მათთვის მიცემულ ორიოდ ტყვიას.

რა ხდებოდა ომის დროს ქართულ სოფლებში?

ყველაზე ამაზრზენი თემა ომის პერიოდთან დაკავშირებით.

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ქართული სოფლების კონტროლი ოსებმა და რუსებმა იგდეს ხელთ, დაიწყო მარადიორობა, თუმცა საქმე ასე უბრალოდაც არაა, ოსი მარადიორების ჯგუფებს, როგორც იქ დარჩენილი ქართველები იხსენებენ, ყოველთვის ახლდათ ერთი სამოქალაქო ფორმით მყოფი ნიღბიანი ადამიანი.როგორც შემდეგ გამოირკვა, ეს ნიღბიანი ადამიანები ქართველები იყვნენ, რომლებიც ოსებს აძლევდნენ ინფორმაციას, თუ სად უნდა ეპოვათ მათთვის საინტერესო პიროვნება(ზემოთ ნახსენები “შავი სიიდან") და სად იყო მისი საცხოვრებელი სახლი.ეს უკანასკნელი დაწვისათვის იყო განწირული.გარდა ამისა, იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის ნაწილი(საბედნიეროდ, უმცირესობა) თავად ძარცვავდა უპატრონოდ დატოვებულ ქართველთა სახლებს.

ესაა ის ფაქტები, რომლებიც ბევრისათვის უცნობია და, ღმერთმა დაგვიფაროს მომავალში მსგავსი, გასათვალისწინებელია.

0
1087
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1087
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0