კახეთი მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცები დახმარების გარეშე - რეპორტაჟი სიღნაღიდან 2017, 4 დეკემბერი, 20:53 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო აღებული სესხი, რომელსაც 69 წლის მარტოხელა მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსია ხმარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღარიში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ გულო ვარსიმაშვილს სოციალური დახმარება მხოლოდ იმ მიზეზით მოუხსნეს, რომ ორსართულიან სახლს ფლობს. სახელმწიფო შემწეობის გარეშე სოფელ ქვემო მაღაროში არაერთი ოჯახია დარჩენილი.
დიაბეტით დაავადებულ ქალს მხედველობაც მნიშვნელოვნად დაუქვეითდა. მრავალი წელია ოსტეოქონდროზის დაავადებას ებრძვის, რის გამოც გადაადგილებაც უჭირს. 69 წლის გულო ვარსიმაშვილი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომელიც ბებიამ ობლად გაზარდა პოლიციამ იმ მოტივით დააპატიმრა, რომ 15 წლის გოგონაზე დაქორწინდა. მას შემდეგ უნარშეზღუდულ გულო ვარსიმაშვილს უკიდურესად მძიმე პირობებში დამოუკიდებლად უწევს ცხოვრება. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა, რომელიც საბანკო სესხის გამო უკავდება. ამიტომ მის გამოკვებაზე ძირითადად მეზობლები ზრუნავენ.
მარტოხელა მოხუცისთვის გაუგებარია, რატომ შეუწყდა საარსებო შემწეობა. დახმარების აღდგენის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ ფილიალს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა კვლავ შეუსაბამოდ მაღალი ქულები მიიღო.
მძიმე ყოფის მიუხედავად ენთუზიაზმს არ კარგავს და მისი ცხოვრების ერთადერთ ნათელ წერტილად ყვავილების მოვლა რჩება. ამბობს, რომ ერთადერთ შვებას მცენარეების მოვლა-პატრონობაში პოულობს.
37 1-ს მოსწონს
|