სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ქ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლს, 32 წლის ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძახებაზე მისულმა სამართალდამცველებმა ბრალდებული წნორში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტს გულისხმობს.