x
image
მანჩო 777
"ექსელის" მიქელანჯელო: 78 წლის იაპონელი გასაოცარ სურათებს ხატავს ''Microsoft"-ის ცნობილ პროგრამაში

78 წლის იაპონელ მხატვარს ტაცუო ხორიუტის (Tatsuo Horiuchi) Excel-ის მხატვარს უწოდებენ. ის უკვე 17 წელიწადია გასაოცარ სურათებს ხატავს ყველასათვის კარგან ნაცნობ ელექტრონული ცხრილების კომპიუტერულ პროგრამაში.


image


ტაცუომ ჟურნალისტებს უამბო, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ მისთვის ძვირი ფუფუნება გახდა ფუნჯების, ტილოების და საღებავების ყიდვა, ამიტომ მან რთული მდგომარეობიდან გამოსვლა კომპიუტერული პროგრამის დახმარებით შეძლო. იაპონელმა ისიც კი არ მოისურვა, რომ ფული გადაეხადა ძვირადღირებულ სპეციალურ სამხატვრო პროგრამებში და ისარგებლა იმით, რაც უკვე იყო მის კომპიუტერში: "ექსელის" ცხრილებით. ასე დაიწყო მან თავისი გასაოცარი სურათების ხატვა Microsoft Excel-ით.


image



" მე ჩემ თავს დავუსვი კითხვა: რატომ არ შეიძლება ვხატო ჩემი კომპიუტერით? მას ხომ არც საღებავები ჭირდება და არც ტილოები? ფიქრებმა მე Excel-ამდე მიმიყვანა. მე ამ პროგრამაში ხატვა 2000 წელს დავიწყე და ჩემ თავს მივეცი პირობა, ათ წელიწადში ისეთ დონეზე ამეყვანა ჩემი ხელოვნება, რომ უკვე სირცხვილი აღარ ყოფილიყო მისი ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის", - ყვება ხორიუტი.


image


მოხუცი აღიარებს, რომ თავდაპირველად მის ახლობლებსა და ნაცნობებს არ ესმოდათ, თუ რას აკეთებდა ის. დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ის ბრიყვია და თუ მაინდამაინც კომპიუტერში ხატვა უნდა, ამისათვის სპეციალური პროგრამა უნდა გამოიყენოს. მაგრამ ხორიუტი არ ნებდებოდა და მან მალე დაამტკიცა კიდეც, რომ Excel-ში ხატვა უსასრულოდ შეიძლება და ამისათვის მხატვრობის ნიჭი სულაც არაა საჭირო.



image


ამგვარი ხატვის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ნახატების გაყიდვა ჭირს, ამიტომ ხორიუტი მზადაა დათანხმდეს თითქმის ყველა შეთავაზებას.

აი, იაპონელი მხატვრის შედევრებიდან რამოდენიმე. ნახეთ და დატკბით ამ სილამაზით.


imageimageimage
image

imageimageimage





3
261
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
261
  
2020, 29 იანვარი, 6:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 5 დეკემბერი, 9:51
ჰო :) ცოტა აკლია მიქელანჯელომდე :დ
2017, 5 დეკემბერი, 9:38
,,ექსელის,, მიქელანჯელო - გადასარევი შედარებაა.
0 1 3