სოფლის მეურნეობა 19 წლის საამაყო ახალგაზრდა ქიზიყიდან, რომელმაც ღვინოში ყველი დააძველა და საკუთარი ბრენდი შექმნა 2017, 4 დეკემბერი, 15:30 ჯემალ ხატიაშვილი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც სოფელ ტიბაანში მამაპაპისეულ ვენახში მოყვანილი ყურძები დაწურა და ბოთლში ჩამოასხა. შემდეგ ამ ღვინოში ყველი დააძველა და საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელმაც ტურისტების დიდი მოწენება დაიმსხურა და საუკეთესი ქართული პროდუქტების ხუთულშიც შევიდა. გაიცანით საამაყო ახალგაზრდა ქიზიყიდან. - ჩვენი ვენახი სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანშია გაშენებული. ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველად სწორედ მაშინ დავწურე ყურძენი და დავაყენე ღვინო. ჩვენი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული მევენახეობაში. მეც ჩემი ოჯახისგან ვისწავლე ეს ყველაფერი. თავიდან არავინ არ ფიქრობდა, რომ ჩვენი ვენახებიდან მოგვეკრიფა ყურძენი და ღვინო ბოთლში ჩამოგვესხა, ეს ჩემი იდეა იყო და გაამართლა კიდეც. - საკუთარი ვენახები გაქვთ თუ ყურძენს მოსახლეობისგან ყიდულობთ?
528 3-ს მოსწონს
|