სიახლეები ტყუპი ძმები ბიტკოინით გამდიდრდნენ 2017, 4 დეკემბერი, 1:02
ცნობილმა გამოცემა telegraph-მა ბიტკოინის მეშვეობით გამდიდრებული ძმების შესახებ ვრცელი სტატია დაწერა.
გამოცემის ინფომრაციით ძმებმა უინკლევოსებმა 2013 წელს მსოფლიოში ბიტკოინის მთლიანი მოცულობის 1% 11 მილიონ დოლარად შეიძინეს. მაშინ 1 ბიტკოინი 120 დოლარამდე ღირდა. აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ ბიტკოინის ფასი 100-ჯერ გაიზარდა და შედეგად ტყუპებმა მილიონი დოლარი დააგროვეს. შეგახსენებთ, რომ კემერონ და ტეილორ უინკლევოსები წლების განმავლობაში სასამართლოს გზით დაობდნენ მარკ ცუკერბერგთან. ძმები აცხადებდნენ, რომ ცუკერბერგმა Facebook-ის იდეა მოპარა. 428 3-ს მოსწონს
|