x
image
კატაპულტი
მითები თქვენი ჯანმრთელობის შესახებ – როგორ მოვუაროთ თავს ზამთრის პერიოდში?
image






ზამთრის პერიოდისათვის ათასგვარი რჩევებია გავრცელებული, მაგალითად, თბილად ჩაცმა, სველი თმით გარეთ გასვლისგან თავის შეკავება, ალკოჰოლის მიღება გასათბობად და ა.შ.ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე გავრცელებულ აზრს, რომელიც უბრალო მითია და სასრგებლოს ნაცვლად, შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის:

1.ალკოჰოლის მიღება გასათბობად.

ძლიერი სიცივეების დროს ალკოჰოლის მიღებას მრავალი ადამიანი მიმართავს.


რა ხდება ამ დროს?

სისხლძარღვები იწყებს გაფართოვებას და სხეულის ზედაპირს უფრო მეტი სისხლი მიეწოდება, შედეგად ადამიანში ჩნდება სითბოს განცდა, თუმცა ამ დროს სხეულის შიდა ორგანოებისათვის სისხლის მიწოდება მცირდება, სხეულის ზედაპირი კი სწრაფად კარგავს სითბოს.შედეგად შეიძლება ჰიპოთერმია განუვითარდეს ადამიანს.ამგვარად, ალკოჰოლის მიღება მხოლოდ სითბოს განცდას ბადებს, რეალურად კი თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას.


image

2.გრიპი და გაციება კოცნით გადადის

გრიპი და გაციება გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით, ანუ კოცნით, ხველით და ა.შ.?

საქმე ისაა, რომ კოცნით მართლაც გადადის ადამიანზე ვირუსი, თუმცა ის ნერწყვის სახით პირდაპირ კუჭში ხვდება საყლაპავი მილით, იქ კი ნადგურდება.გარდა ამისა, დადგენილია, რომ ოცნით იმუნური სისტემა ძლიერდება.

3.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით შემთხვევაში აღარ გაცივდებით

კიდევ ერთი მითი, რეალურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არის მხოლოდ გრიპის გამომწვევი ვირუსების მომაკვდინებელი და გაციებასთან არაფერი აქვს საერთო, ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ბაქტერიებით.

0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0