სხვა ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული 2017, 3 დეკემბერი, 15:32 სოკოს ჩაქაფული საჭიროა : 500 გრ სოკო 2-3 კონა ტარხუნა3 თავი ხახვი ნახევარი კონა ნედლი ხახვი 1 კონა ქინძი ნახევარი კონა ოხრახუში 2-3 ღერი ნიახური წიწაკა ტყემალი დაჭრილი ქამა სოკო ჩაყარეთ ცოტა ცხიმში (ძალიან დაბალ ცეცხლზე). ადუღეთ საკუთარ წვენში. წვენის დაშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თეთრი ღვინო. დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მარილი.
დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ მომზადებულ სოკოს. შემდეგ მოაყარეთ ტყემალი ზომიერად, კერძი რომ არ გადაამჟავოს. ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ტარხუნა. მწვანილი ისე უნდა იყოს მოყრილი, რომ სოკოს ფენა ზემოდან არ ჩანდეს. დაახურეთ ქვაბს თავზე და ცეცხლს დაუწიეთ. 20-25 წუთში კერძი მზად არის.
ჩქმერული საჭიროა: ქათამი - 1 ცალი რძე - 400- 500 მლ ნიორი –1 თავი კარაქი – 1-2 სადილის კოვზი მარილი – გემოვნებით ქათამს წაუსვით მარილი, შეწვით ცხიმში და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ერთი თავი ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. ქათმის ნაჭრები კეცზე მიჯრით დააწყვეთ. რძე წამოადუღეთ, დაადუღეთ 350 მლ-მდე, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმი. გადმოდგით ცეცხლიდან და კეცზე მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს დაასხით. სუფრაზე მიიტანეთ ცხელ- ცხელი.
იხილეთ ასევე: 1. ქათამი სოკოთი და ქათმის უგემრიელესი ხორციან-ბოსტნეულიანი ვერმიშელი
2. სუპები და ბულიონები ბავშვებისთვის 6 თვიდან
3. გლინტვეინი 2986 10-ს მოსწონს
|