რელიგია სატანისტები საქართველოში 2017, 2 დეკემბერი, 16:45 სატანიზმი ჩამოყალიბდა XII საუკუნეში, როგორც ქრისტიანობის წინააღმდეგ პროტესტი.სატანიზმი ფართოდ გავრცელდა აშშ-ში და ის უკავშირდება ანტონ ლავეის სახელს, რომელმაც სან-ფრანცისკოში სატანის ეკლესიაც კი დაარსა.სატანიზმი მრავალ ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის:ინგლისში, იტალიაში, საბერძნეთში, ბელორუსიაში.გერმანიაში სატანიზმს 100 000-მდე მომხრე ჰყავს. რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში? ქართული მედია საშუალებებით არაერთხელ იქნა გაჟღერებული, რომ საქართველოში მომრავლებულია სატანისტური ჯგუფები.ისინი, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში არსებული სატანისტური ჯგუფები, ხელმძღვანელობენ ზემოთ ნახსენები ანტონ ლავეის “სატანი ბიბლიიითა" და მასში ჩამოყალიბებული “ცხრა კოდექსით". საქართველოში სატანისადმი მსხვერპლშეწირვისათვის მიმართავენ კატის მკვლელობას.ზოგიერთი ცნობებით, კატა არის ერთადერთი ცხოველი, რომელიც სატანას შეიცნობს.ქართული ეკლესია კი აცხადებს, რომ კატა ჩვეულებრივი უწმინდური ცხოველია და მას ქრიასტიანულ მსხვერპლშეწირვასთან არაფერი აქვს კავშირი. სატანისტების შეკრების ადგილებად საქართველოში მიჩნეულია:თბილისი, რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი, ასევე სასაფლაოები; სატანისტურ შეკრებებზე საუბრობდენ დუშეთის რაიონშიც, შეკრებები იქაც სასაფლაოებზე ხდებოდა. რამ გამოიწვია საქართველოში სატანისტური ჯგუფების მომრავლება? როგორც ირკვევა, სატანისტურ ჯგუფებში ძირითადად არასრულწლოვნები არიან გაწევრიანებულები, ანუ ადამიანები, რომელთა სულიერი მდგომარეობა ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული.ამას ემატება ისიც, რომ ქართული საჯარო სკოლებიდან ამოღებულ იქნა რელიგიის გაკვეთილები.ამასთანავე, მშობლები ხშირად არასწორად ექცევიან შვილს, როდესაც ის გარდატეხის ასაკშია, მოითხოვენ მისგან სრულ მორჩილებას.შედეგად მოზარდი ხდება ჩაკეტილი, ეძებს ხსნას, ის წესით ეკლესიაში უნდა იპოვოს, თუმცა ჯერ ერთი, რომ, როგორც აღინიშნა, არ არსებობს რელიგიური აღზრდა სკოლებში და მეორეც, ბოლო პერიოდში მომრავლდა მექრთამეობისა და მამაოების მხრიდან არასათანდო ქმდებების ფაქტები ეკლესიებში, რამაც მოსახლეობის ნაწილში ნდობის დაკარგვა გამოიწვია. კიდევ ერთი ფაქტორი, ესაა საქართველოში არსებული მძიმე სოციალური მდგომარება. ზოგიერთი მოზარდისათვის ძნელად გასაგებია, თუ რატომაა “ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა" ასეთ გასაჭირში და ხსნას საპირისპირო მხარეში ეძებს. 192 1-ს მოსწონს
|