x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რას წერდა დედოფლისწყაროს გაზეთი 1960 წლის დეკემბერში
* ჩვენს რაიონში დიდი პოლიტიკური და შრომითი აღმავლობით ჩატარდა წითელწყაროს სახალხო მოსამართლისა და სახალხო მსაჯულების არჩევნები. 18 დეკემბერს დილიდანვე გამოცოცხლდა დაბა-სოფლები. მოსახლეობა საბჭოთა მართლმსაჯულების პოსტზე ირჩევდნენ თავიანთ შვილებს, ერთგულ მსახურებს. ფარული კენჭისყრის უმრავლესობით წითელწყაროს სახალხო მოსამართლედ არჩეულია წამოყეებული კანდიდატი სოლომონ ბესარიონის ძე ბოსტოღანაშვილი. ასევე არჩეულია 70 მსაჯული, რომელთა სიას გაზეთი დეტალურად აქვეყნებს.


* სოფელ მირზაანში, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი გაურბის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვალდებულებას. დროის მეტ ნაწილს ისინი კარტის თამაშს ანდომებენ. აქ ადგილი ხშირად აქვს ჩხუბსა და ხულიგნობის შემთხვევებს. ზემო მაჩხაანში მცხოვრებმა ორმა ახალგაზრდამ დებოში ატეხა და კანტორაში დანით დასჭრა სოფელ მირზაანში მცხოვრები მიხეილ გობეჯიშვილი. ასევე ადგილი ჰქონდა ქურდობასაც, არც საზოგადოებრივი წესრიგის რაზმეული და არც ამხანაგური სასამართლო ამ საქმეებით არ დაინტერესებულა.


* შირაქის მეფრინველეობის დასახლებაში კინოს მოითხოვენ, შენობა კი არ აქვთ. მიმდინარე ზაფხულს 7 ჯერ უჩვენეს კინოსურათი და ისიც ღია ცის ქვეშ. მაგრამ ახლა ზამთარია, მაყურებლის ღია ცის ქვეშ გაჩერება აღარ შეიძლება. ჩვენს თხოვნაზე მეურნეობის დირექციამ „იზრუნა“ და გამოყო 30 კვადრატული ფართობის ოთახი, სადაც უნდა მოთავსდეს კინოაპარატი, მაყურებელიც და ეკრანიც. ეს კი მოუხერხებელია ოთახის სიმცირის გამო. დირექციას ვთხოვეთ, ოთახს გარედან მაინც მიაშენოს კინოკამერა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა.


* სოფელი ჯაფარიძე ერთერთი მოწინავეა, სხვადასხვა შრომით შეჯიბრებებში შესანიშნავ წარმატებებს მიაღწიეს. სოფლის კეთილმოწყობისა და მშრომელთა კულტურული დონის ამაღლებისთვის საკუთარი მონაწილეობით ააშენეს კულტურის სახლი, სკოლისა და საექიმო უბნის შენობები. სოფელში ექიმის დანიშვნაზე მრავალი დაპირება არსებობს, შენობაც კეთილმოეწყო, მაგრამ თავად ექიმი არ ჩანს. ივნისის თვეში ჩვენთა ექიმად მუშაობდა სოფლის მკვიდრი ლ. ბოსტოღანაშვილი, მაგრამ იგი რაიცენტრში გადაიყვანეს და ჯაფარიძე კვლავ უექიმოდ დარჩა. ექიმის თანაშემწეებს კი არ შეუძლიათ შეასრულონ ექიმის მოვალეობა. ამიტომ მოსახლეობას წითელწყაროში წასვლა უხდება, იქ კი ეუბნებიან, მიმართეთ თქვენი სოფლის ექიმს, აქ რატომ ამოდიხართო. საინტერესოა, როდემდის უნდა გაგრძელდეს ასე?



* არბოშიკში ტრაქტორებს კი ვარემონტებთ, მაგრამ გუთნები არა გვაქვს. ჩვენი მექანიზატორები მინდვრის სამუშაოების დამთავრებისთანავე შეუდგნენ ტრაქტორების რემონტს. მაგრამ, გაზაფხულისთვის არ გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობის გუთნები, კულტივატორები და ზოგიერთი სხვა მანქანა-იარაღები. მათ შემოზიდვაზე ნაკლებად ზრუნავს წნორის მანქანათვაჭრობის წითელწყაროს ფილიალი.


* უკვე 8 წელია, 1952 წლიდან წითელწყაროში მუშაობს კირის ქარხანა. თუმცა, მაშინ მხოლოდ 1 ქურა მუშაობდა. მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება და ლამაზდება ქარხანა და მისი ეზო-მიდამო. გაიზარდა წარმოება, მასზე მოთხოვნა გაათმაგდა და ქურების ოდენობამაც იმატა.


image


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0