x
image
კატაპულტი
გაზაფხულიდან აზიური ფაროსანას გავრცელებას შიდა ქართლშიც ელოდებიან
image
აზიური ფაროსანას გამრავლების მასშტაბებიდან გამომდინარე, მავნებლის გამოჩენას გაზაფხულიდან აღმოსავლეთ საქართველოშიც ელოდებიან.საფრთხე ემუქრება სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი დაზამთრებამდე ქმნის საფრთხეს, რომ ის აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება და თუ დროული ზომები არ იქნა მიღებული, სერიოზულ ზიანს მიაყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე მიმართა მთავრობას თხოვნით, გამოიყოს დამატებითი სახსრები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისათვის და შედეგად მავნებელთან ბრძოლისათვის 14 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მაღალეფექტურია ადრე გაზაფხულზე და საფრთხე შედარებით ნაკლები იქნება, თუ სწორედ ამ დროს, ანუ აპრილისთვის უკვე დაწყებული იქნება ეს ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი ძალიან დიდი იქნება.ამას დასავლეთ საქართველოს მაგალითიც მოწმობს, სადაც აცხადებენ, რომ აზიურ ფაროსანაზე წამლობა ზაფხულის დასაწყისისთვის მოხდა, მაშინ, როცა მავნებელი უკვე მომრავლებული იყო.


გამომდინარე იქიდან, რომ აზიური ფაროსანა საკვებისთვის ყველაზე მეტად ეტანება ვაშლს, მსხალს, ატამს, ჟოლოს, მაყვალს, ყურძენს, სიმინდსა და მზესუმზირას, მისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს განსაკუთრებით ვაშლით, მსხლით, ატმითა და კენკროვანი ხილით მდიდარი შიდა ქართლი და ძირითადად ყურძნით და მზესუმზირით გამორჩეული კახეთი.

შემოდგომაზე შიდა ქართლში მოსახლეობა უკვე აღნიშნავდა, რომ მათ აზიური ფაროსანა საცხოვრებელ სახლსა მცენარეებზე შენიშნეს, თუმცა ამის დასტურაად შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებული.

შიდა ქართლში აზიური ფაროსანას გავრცელება, შესაბამისი ზომების გატარების გარეშე, უფრო მასშტაბური იქნება, რადგან შიდა ქართლი მცენარეული კულტურების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და პარაზიტი იდეალურ გარემოში აღმოჩნდება.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0