x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები)
image
წელიწადის ცივ დროს ავტომობილების აკუმულატორები ხშირად სუსტდებიან და ვერ უზრუნველყოფენ მანქანის დაქოქვას.პირველად დახმარებას კი ამ დროს ოქროს ფასი აქვს.ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ზამთრის სეზონზე ნამდვილად დაგეხმარებათ:

1.ნუ გააჩერებთ მანქანას რამდენიმე დღის მანძილზე დაუქოქავად.მინიმუმ ორ დღეში ერთხელ მაინც აამუშავეთ ის, რათა საჭირო დროს ზედმეტი დრო აღარ დაკარგოთ სხვა ავტომობილის ძებნაში, რომელიც დაგეხმარებათ.

2.აუცილებლად იქონიეთ მანქანაში დასაქოქი კაბელები( “პერემიჩკები"), განსაკუთრებით იმ მძღოლებმა, ვისაც ავტომობილი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გყავთ, რადგან მას მიწოლით ვერანაირად ვერ დაქოქავთ.გაითვალისწინეთ, რომ დასაქოქი კაბელები უნდა იყოს საკმარისი სიგრძის, რათა თქვენი აკუმულატორიდან მეორე მანქანის აკუმულატორს გასწვდეს.სხვა შემთხვევაში ის გადახურდება, ვერ უზრუნველყოფს მანქანის დაქოქვას და შეიძლება საერთოდ დაიწვას.

როგორ უნდა გამოიყენოთ დასაქოქი კაბელები?


ეს ძალიან მარტივია, როგორც წესი, წითელი თავის მქონე კაბელს ვაერთებთ აკუმულატორის პლუს თავზე, ხოლო შავს – მინუსზე.ასევე ვიქცევით მეორე აკუმულატორზეც.

3.როგორ მოვიქცეთ, თუ სტანდარტული დასაქოქი კაბელები არ გვაქვს?

აქ ორი ვარიანტია, ან უნდა ვეძებოთ მძღოლი, რომელსაც ისინი აქვს, ან სხვა რაიმე კაბელი ვნახოთ სათანადო სიგრძის და გამტარიანობის.სპილენძის შემთხვევაში დაახლოებით 5მმ–მდე დიამეტრის მქონე(ნეკა თითზე ნაკლები სისქის) კაბელი იქნება საკმარისი, ალუმინის შემთხვევაში კი უფრო სქელი, დაახლოებით 8-10მმ-მდე დიამეტრის მქონე(ნეკა თითის სისქის) კაბელი დაგჭირდებათ.

აქვე ისიც უნდა იცოდეთ, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილის დაქოქვა უფრო რთულია, ვიდრე ბენზინის მომხმარებლის.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ რომ თქვენს მანქანას ელექტროსადენები არ დაუზიანდეს დასაქოქი კაბელებით ავტომობილისამუშავებისას: თქვენი მანქანის დაქოქვისთანავე ჩართეთ გათბობა ან კონდიციონერი, ასევე გარე მაშუქი ფარები, რათა დასაქოქი კაბელების ჩახსნამდე ჭარბი ენერგიით არ დაზიანდეს თქვენი მანქანის ელექტროობა.

P.s. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

1
824
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
824
  
2017, 2 დეკემბერი, 11:47
ყველაფერი სწორია ბოლო პუნქტის გარდა, ჭარბი ელექტროენერგია ვერ იქნება რადგან აკუმულატორების მიერთება ხდება პარალელურად, შესაბამისას სუსტ აკუმულატორიანი მანქანის დაქოქვისთანავე მუშაობას დაიწყებს რელე, რომელიც უძღუდავს გენერატორს ზედმეტი დენის მიწოდებას მანქანის ელექტროსისტემისათვის, მათ შორის საბორტო კომპიუტერისათვის.
სტატია კი საინტერესო და გამოსადეგია.
0 1 1