თურმე მატარებლის მოლოდინში ასეც შეიძლება დრო გაიყვანოს ადამიანმა.ავსტრალიის ქალაქ მელბურნის რკინიგზის სადგურის ერთ-ერთ ბაქანზე კამერებმა გეი-წყვილი დააფიქსირა, რომელიც სექსით იყო დაკავებული.მატარებლის მოლოდინში ზოგადად სხდასვაგვარად ერთობიან ხოლმე – უსმენენ მუსიკას, კითხულობენ გაზეთს და ა.შ., მაგრამ ჰომოსექსუალმა წყვილმა ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებით გადაწყვიტა დროის მოკვლა, ბაქანზე შესვლისას გაიხადეს და სრულიად საჯაროდ მოაწყვეს ეს სცენა.ბაქანზე მყოფ მოქალაქეებსა და რკინიგზის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ხელიც არ შეუშლიათ მათთვის და წყვილმა სექსუალური კავშირი მხოლოდ თავისი ნებით დაასრულა. პოლიცია მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში და წყვილი დააპატიმრა, მათ ბრალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სექსი და ქურდობა ედებათ ბრალად(როგორც აღმოჩდა, ჰომოსექსუალებს მანამდე ორი ცალი ყვავილი მოუპარავთ რომანტიკისათვის).
“მსგავსი არაფერი მინახავს ჩემს ცხოვრებაში, შოკირებული ვიყავი" –აცხადებდა ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველი გახდა.დანარჩენები კი სანახაობას სახალისოს უწოდებდნენ, მათგან მხოლოდ ერთი მოხუცი ქალბატონი უყვიროდა წყვილს გაბრაზებული და ამაზრზენებს უწოდებდა მათ.