საზოგადოებრივი გოგონა,რომელმაც "კოშმარები დაამარცხა" 2017, 30 ნოემბერი, 22:45 ![]()
პარასომნიები თავად ძილის პრობლემა კი არ არის, არამედ იმ პათოლოგიურ მოვლენებს გულისხმობს, რომლებიც ძილის დროს ან გამოღვიძების მომენტში იჩენენ თავს. პარასომნიასთან დაკავშირებული ზოგიერთი მოვლენა არ ითვლება უჩვეულოდ, თუ ისინი ღვიძილის მდგომარეობაში ხდება (მაგალითად, სამზარეულოში გასვლა და მაცივარში შეხედვა), მაგრამ დისტრესის გამომწვევი შეიძლება იყოს, თუ ძილის მდგომარეობაში ვითარდება.
პარასომნიებში ერთიანდება -ღამის კოშმარების აშლილობა, რომელიც უკიდურესად შემაშინებელი და გრძელი სიზმრებისგან ხშირი გამოღვიძებით ხასიათდება, ისინი მნიშვნელოვან დისტრესს და ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.
განვიხილოთ დეიზის შეთხვევა:
დეიზის არ შეეძლო დაემალა საკუთარი დისტრესი თავის სოციალურ მუშაკთან, ანასთნ. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაემალა, ის ემოციები, რომლებსაც გამუდმებით განიცდიდა, ნერვული შეტევები, ცრემლები. ანამ მას აიძულა გაეგრძელებინა თხრობა და გაამხნევა.ორი დღით ადრე, ანასთნ ვიზიტმდე, დეიზის თავს გადახდა შემაძრწუნებელი და საშიში ისტორია:მან დილით ადრე გაიღვიძა იმ მძლავრი შეგრძნებით, რომ მას ემუქრებოდა ბოროტი ძალა, სული და მას უმოქმედოს ხდიდა.იგი ფაქტობრივად პარალიზებულ მდგომარეობაში იყო.მან იგრძნო მძიმე დაწოლა მკერდის არეში, თითქოს ეს ბოროტი სული მის ჩათრევას ცდილობდა.დემონური გამოსახულება, რომელიც მას ჩაეჭიდა, ემუქრებოდა. მან დეიზის თვალებში ჩახედა, როგორც ქალი აღწერს:“ცხადად ხელშესახები, გაუმჭვირვაე გამოსახულება“, დიდი პირი, თავი, თვალების გარეშე და წაგრძელებული სხეული. ის მიხვდა, რომ სუნთქვა არ შეეძლო, მხოლოდ უცნაური ხმაური ესმოდა. დეიზიმ სცადა ეყვირა და ფიგურა უკან დაეწია, თუმცა იგი სრულად დეზორიეტირებული იყო და მობილიზაცია არ შეეძლო, პანიკაში ჩავარდა. ამავდროულად, იგი ტკივილს განიცდიდა კისრს არეშ და ეგონა რომ უცხო ქმნილება მისი სხეულის შთნთქმას ცდილობდა მისი დახრჩობით. დეიზის ილოზურული წარმოდგენით, ეს ეპიზოდი ნახევარი საათი გაგარძელდა, თუმცა შემდეგ გააცნოებიერა, რომ ამან მხოლოდ რამდენიმე საშინელი წუთს გასტანა.
![]()
მეორე სეანსის დროს, დეიზიმ კიდევ ერთი კოშმარი გაიხსენა, მას დაესიზმრა ნაცრისფერი გარემო, ასევე საკუთარი სახლი, რომელიც ობობის ქსელებით იყო სავსე და მისი მშობლები ჭიის პარკში იყვნენ გახვეულები. ექიმმა მიდლტონმა იცოდა, თუ რაოდენ რთული იყო დეიზისთვის ბავშვობისდროინდელი ტრამვის გადატანა და თქვა, რომ მშობლების წარმოდგენა ჭიის პარკში იყო ერთგვარი სიმბოლიზაცია იმისა, თუ რა შორს იყვნენ ისინი დეიზისგან, ხოლო ობობებით სავსე სახლი კი წარმოადგენდა იმ ურიცხვ საფრთხეს, რასაც დეიზი ეჩეხებოდა ყოველდღიურად. ამის შემდეგ ექიმმა მიდლტონმა მას თხოვა აღწერა მისთვის სასურველი სიზმრის ეპიზოდი- დეიზი ასეც მოიქცა და წარმოიდგინა: ნათელი, მზიანი დღე საუზმე შიდა ეზოში ოჯახთან ერთად, თუმცა მალევე შეწყვიტა თხრობა და ტირილი დაიწყო. მაშინ კი ექიმის თხოვნით, მასეს მომენტი უნდა წარმოედგინა 10 წუთი ყოველ დღე მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.ხოლო 3 დღის შემდეგ 2 კვირის გასვლისას, მას კვლავ უნდა დაეწერა კოშმარი, თუმცა დადებითი ინტერპრეტაციის შეეცვალა. დეიზი მომდევნო2 კვირა რჩევებს ითვალისწინებდა, ბოლო კოშმარი, რომელიც მან ნახა შემდეგნაირი იყო:იგი კინოში იჯდა, როც მამაკაცი მაიმუნის თოჯინით ხელში შეიჭრა სეანსზე, დეიზი მას ძალიან გაუბრაზდა და საბოლოოდ მამაკაცი დანით ხელშიაღმოჩნდა მის სახლში.დეიზი ეს სიზმარი დაწერა და დადებითი ინტერპრეტაცია გაუკეთა, თითქოს მამაკაცი დანით ხელში ჭრიდა მის ბოსტნეულს. როგორც აღმოჩნდა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია მისთვის საკმაოდ ეფექტური გამოდგა.2 თვის შემდეგ ეიზიმ მოახერხა თავისი ნაშრომის დასრულება, იგი შეყვარებულზეც დაქორწინდა და ცხოვრება მშვიდად განაგრძო. 24 შეფასება არ არის |