x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კრიმინალური გამოცანები. ნაწილი – IV. (პასუხები აქვს)

ფულის გამო

imageimage როგორც იქნა მოხვედით, ინსპექტორო, — სიხარულით თქვა მიულერმა. — სასწრაფოდ გამათავისუფლეთ. ძალა აღარ მაქვს. ვიღაც არამზადა შემომივარდა წუხელ და ჩემი ცოლოს ძვირფასეულობა მოიპარა. მართალია, ყველაფერი დაზღვეული იყო, მაგრამ კარგი იქნება, თუ დამნაშავეს მანამდე იპოვით, ვიდრე ამის შესახებ ჩემი ცოლი შეიტყობს. ის ამჟამად ქალაქში არ იმყოფება.

მომიყევით ყველაფერი, რა და როგორ მოხდა? — სთხოვა ინსპექტორმა ვარნიკემ, რომელიც მიულერს თოკებისგან ათავისუფლებდა.

ეს საშინელება იყო, — ამოიკვნესა მიულერმა. — კეთილი სულის მტანჯველ მოლოდინში, რომელიც მე დამეხმარებოდა, საათი, საათს მიჰყვებოდა. დილით ადრე გავიგონე, თუ როგორ შემოაცურა ფოსტალიონმა გაზეთები, წერილებისთვის გაკეთებულ კარების ჭრილში. მე ყვირილი დავიწყე, ვთხოვე ფოსტალიონს, რომ პოლიციაში დაერეკა. სავარაუდოდ, სწორედ მან შეგატყობინათ მომხდარის შესახებ. და აი, თქვენ აქ ხართ.

ინსპექტორი ვარნიკე წუთით დაფიქრდა, ხოლო შემდეგ თქვა:

ცნობილია, თუ არა თქვენთვის, მიულერ, რა სასჯელი ელის ადამიანს, სადაზღვევო კომპანიის მოტყუების შემთხვევაში? და მხოლოდ თქვენ კი არ, თქვენი ცოლიც დაისჯება. ეს ხომ მან მიგაბათ, ასე მზრუნველად, სკამზე?

image

კითხვა (1): რატომ გადაწყვიტა ინსპექტორმა, რომ მიულერი იტყუებოდა (პასუხი სურათზეა)?

imageმაღალი წრის მონადირე

image
ზალცბურგის გარეუბნის ერთ-ერთ ვილაში ვინმე ალფრედ დი მეირო დასახლდა. სასიამოვნო გარეგნობის და არისტოკრატის მანერების წყალობით, მან ქალაქის ყველაზე გავლენიანი ადამიანებთან დაახლოება შეძლო. სულ მალე, ის ქალაქში ყველასთვის ცნობილი პიროვნება გახდა და ფულის სესხება დაიწყო. როდესაც მისი ვალების თანხა საგრძნობლად გაიზარდა, ალფრედ დი მეირის ვილას ინსპექტორი ვარნიკე ეწვია. მასპინძელმა ვარნიკე ძალიან თავაზიანად მიიღო, სახლში შეიპატიჟა და მისაღებ ოთახში შეიყვანა, სადაც სხვადასხვა სახის რელიქვიები და ასევე, ცხოველების ფიტულები და ტყავები იყო გამოფენილი.

მთელი ეს კოლექცია მდინარე ამაზონის აუზში შევაგროვე, — თავაზიანად აუხსნა სტუმარს დონ ალფრედმა.

ინსპექტორმა დიდი ინტერესით დაათვალიერე მუზეუმად ქცეული ოთახი, მძიმედ ამოიოხრა და მასპინძელთან დამშვიდობების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაბრუნდა.

როგორც გაირკვა, ეს ადამიანი დიდი მატყუარაა, — განაცხადა ინსპექტორმა. — ძალიან საეჭვოა, რომ ქალაქის პატივსაცემმა მოქალაქეებმა, გასესხებული ფული უკან დაიბრუნონ!image

კითხვა (2): რა გარემოებამ მიიყვანა ინსპექტორი ამ აზრამდე?

image

არეულობა ზოოპარკში

image
ზოოპარკის დაკეტვის დრო მოდიოდა. ბოლო ვიზიტორები უკვე ნელ-ნელა გასასვლელისკენ მიდიოდნენ, რომ უეცრად, კივილის ხმა გაისმა. ზოოპარკის ერთ-ერთ დამთვალიერებელს, საშუალო ასაკის ქალბატონს, ჩანთა მოსტაცეს. მან გაქცეული დამნაშავის ზურგის შეთვალიერება მოასწრო, მაგრამ სახე ვერ დაინახა. დამნაშავეს მაშინვე ინსპექტორი ვარნიკე გაეკიდა, რომელიც ზოოპარკში იყო, რამდენიმე საათის მშვიდ გარემოში გასატარებლად. ინსპექტორს ერთი დამთვალიერებელიც შეუერთდა, რომელმაც უთხრა, რომ იქ ყველაფერს კარგად იცნობდა, რომ ყველა შესასვლელ-გასასვლელი იცოდა. მათ ერთად მთელი პარკი შემოირბინეს. მაგრამ, დამნაშავე არსად იყო. პარკის ტერიტორიიდან ის ვერ გავიდოდა: ღია მხოლოდ ცენტრალური ჭიშკარი იყო, რომელსაც ინსპექტორის ბრძანებით, სამართალდამცავები თვალს არ აცილებდნენ.

ვარნიკეს აზრი გაუჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, მას დამხმარე ატყუებდა. იქნებ ის მძარცველის თანამზრახველი იყო და მისთვის კვალის არევას ცდილობდა? მაგრამ, ეს აზრი, მაშინვე მოიშორა თავიდან, რადგან მისი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიქცია და დამნაშავეც აღმოაჩინა.


imageკითხვა (3): რით გასცა თავი დამნაშავემ (პასუხი სურათზეა)?

imageპასუხები:


I. ნაპრალი კარების ქვედა ნაწილშია გაკეთებული და გაზეთები იქიდან ტუმბოზე ვერ მოხვდებოდა.

imageII. მდინარე ამაზონის აუზში ლომები არ ბინადრობენ. და საერთოდ, სამხრეთ ამერიკაში ლომები არ არიან.

imageIII. ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი მარტორქას ხორცს აჭმევდა. მარტორქა –ბალახისმჭამელი ცხოველია.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

კრიმინალური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს)

კრიმინალური გამოცანები. ნაწილი – III. (პასუხები აქვს)
image

0
775
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0