x
image
melody_inside
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
ქართული ღვინო "მსოფლიო რეკორდების გინესის წიგნში" მოხვდა როგორც უძველესი ღვინო მსოფლიოში. იუწყებიან წიგნის ოფიციალურ საიტზე.
საიტზეა აღნიშნულია, რომ ამ დრომდე უძველესად ითვლებოდა ღვინო, რომლის ნარჩენის კვალიც აღმოჩენილი იყო ირანში ჰადჟი ფირუზ ტეპეს რაიონში კერამიკის კედლებზე. ეს აღმოჩენა თარიღდება დაახლოებით 5400 -5000 წ.ჩვ. ე...

მსოფლიო კულტურის რეკორდული მიღწევების ყოველწლიურმა ცნობარმა უყურადღებოდ არ დატოვა გამოკვლევა " ადრეული ნეოლითის ღვინო საქართველოდან სამხრეთ კავკასაში".


წამყვანი ავტორი ამ კვლევისა არის პატრიკ მაკროვერნი -მოლეკულიარული არქეოლოგი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან. ქართული ყურძნის და ღვინის კულტურის შესწავლის პროექტში ასევე მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, დანიიდან და აშშ-დან.



სტატია ამ კვლევის თაობაზე გამოქვეყნებული იყო ნოემბრის შუა რიცხვებში ჟურნალში "მეცნიერების ნაციონალური აკადემიის ნაშრომები" («Труды Национальной академии наук» (PNAS).).

image
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ღვინოს წარმოება დაიწყეს რვა ათასი წლის წინ, დაახოებით ათასი წლით ადრე, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში.
"ღვინო, დამზადებული 6000 - 5800 წ. ჩვ. ე. (ადრეული ნეოლითის პერიოდი), აღმოჩენილი იქნა საქართველოში, თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში არქეოლოგიური გათხრების დროს უძველესი კერამიკის ფრანგმენტების ქიმიური ანალიზის წყალობით. ნარჩენები იდენტიფიცირებული იქნა როგორც ღვინო, იმდენად, რამდენადაც ისინი შეიცავდნენ ღვინის მჟავას. დიდი რაოდენობით ის არსებობს მხოლოდ Vitis Vinifera -ში (ყურძნის სახეობა), რომელიც იზრდება შუა აზიაში და ასევე მისგან დამზადებულ ღვინოში", - ნათქვამია წიგნის საიტზე რეკორდის აღწერაში.


იხილეთ ასევე:

1. ქართველი გოგონას ტრიუმფი აშშ-ში _ მომღერალი Salio Music Award-ის აკადემიის გამარჯვებული გახდა


2. რა არ უყვართ უცხოელებს საქართველოში!



3. თბილისის სექს-ტურიზმით აღფრთოვანებული მოსკოველი ჟურნალისტი (ქალბატონი)

0
148
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0