სხვა ივანოვო-ქალების ქალაქი 2017, 30 ნოემბერი, 10:49 ![]() ![]() ქალების სიმრავლის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა როგორმე კაცების ბალანსის რეგულირება მოეხდინა, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთბაშად რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო აეშენებინათ ამ ქალაქში, სადაც ძირითადი მუშახელი მამაკაცები იქნებოდნენ:ივანოვოს ჩარხმშენებელი ქარხანა, საჩეჩი მანქანების ქარხანა, «Точприбор», «Автокран», «Кранэкс», თუმცა ამანაც არ უშველა. ![]() დღესაც რუსეთის ფედერაციის უკანასკნელი აღწერის მიხედვით ივანოვოს კვლავ ლიდერი პოზიცია უკავია ამ მხრივ:ყოველ 1000 კაცზე 1247 ქალი მოდის, ისიც შედარებით ბალანსი მამაკაცებს და ქალებს შორის 14-დან 30 წლამდე ასაკზე მოდის, ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობა აქვთ 30 წელს გადაცილებულ ქალებს, 47% ანუ ყოველი მეორე გაუთხოვარია ან მარტოხელა დედაა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თემა 'პატარძლების ქალაქი" თვით ქალაქის გერბზეცაა ასახული, რომელიც 1996 წელს მიიღო ივანოვოს საქალაქო დუმამ, გერბზე გამოხატულია რუსულ ეროვნულ სამოსში გამწყობილი ქალი საჩეჩ და სართავ მოწყობილობასთან ერთად. ![]() ![]() ტერმინი "პატარძლების ქალაქი" დამკვიდრდა 1981 წელს გამოსული ფილმის «Честный, умный, неженатый», (პატიოსანი, ჭკვიანი, უცოლო) გამოსვლის შემდეგ, სადაც ანდრეი მირონოვი ასრულებს სიმღერას ივანოვოზე:"Так и знай: я уеду в Иваново, А Иваново — город невест."(დაე იცოდე, რომ წავალ ივანოვოში, ივანოვო პატარძლების ქალაქია) 1790 8-ს მოსწონს
|