x
image
კატაპულტი
სასტუმრო ,,ლეოგრანდის" ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე ახალგაზრდას ხვალ გორში დაკრძალავენ
image
24 ნოემბერს ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდის" ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი გორში მცხოვრები ბექა შატაკიშვილია.ის 22 წლის იყო და დაღუპულთა შორის ყველაზე ახალგაზრდაც. ბექა შატაკიშვილი ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე იყო.მიცვალებული ბათუმიდან გორში 25 ნოემბერს გადმოასვენეს, დღეს კი გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს.მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა გადაიხადა.დედისერთა ბექა შატაკიშვილის ოჯახს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს, პანაშვიდს დაესწრნენ აჭარის მთავრობის მეთაური და მთავრობის წარმომადგენლები.

ბექა შატაკიშვილს ხვალ დაკრძალავენ.

მისი მეგობრები “facebook" – ზე წერენ, რომ როდესაც ბექა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ვერ გამოდიოდა, დედას დაურეკა და უთხრა:ვკვდები და ყველაფრისათვის შენდობას ვითხოვ.

სასტუმრო “ლეოგრანდის" ხანძარს კიდევ ორი სტიქაროსანი ემსხვერპლა: გიორგი მორთულაძე და გიორგი ცინცაძე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა, აქედან 10 ქართველი, ერთი კი ირანის მოქალაქე იყო.

2
62
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
62
  
2017, 30 ნოემბერი, 14:25
საწყალი ბექა :(
2017, 30 ნოემბერი, 0:40
სამძიმარს ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს
0 1 2