x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
პატარების ბანაობისას ეს 7 რჩევა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

image


ზოგიერთ პატარას ძალიან უყვარს ბანაობა, ზოგს კი ნაკლებად… ახალბედა დედიკოსთვის კი ბანაობის რიტუალი შეიძლება რთული ამოცანა იყოს, ამიტომ სტატიაში ყველა მნიშვნელოვან საკითხს წარმოგიდგენთ. ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენი პატარა უსაფრთხოდ აბანაოთ.




1. სად უნდა ვაბანაოთ პატარა?


თუ თქვენ უკვე შეიძინეთ პაწაწინა აბაზანა ყველა საჭირო აქსესუარით, ალბათ, იცით ბადის შესახებ, რომელის საკმაოდ მოსახერხებელია, თუ არ შეგიძენიათ, აუცილებლად შეიძინეთ ბადე ან დასადგმელი მოწყობილობა, რომელიც ჩვილის უსაფრთხოდ მოთავსებაში დაგვეხმარება. გაითვალისწინეთ ოთახი, სადაც ჩვილს დავბანთ, კარგად უნდა იყოს გამთბარი. იმისათვის, რომ დედიკოებს დიდხანს დახრისგან წელი არ ეტკინოთ, სჯობია რაიმე შემაღლებულ და მყარ ზედაპირზე მოათავსონ აბაზანა.


image



2. აუცილებლად ყველაფერი წინასწარ მოამზადეთ:




თქვენ დაგჭირდებათ: ბავშვის ტანსაცმელი, ახალი საფენი, ქუდიანი პირსახოცი, მეორე პირსახოცი ან პლედი, თერმომეტრი, სათლი, ჰიგიენის საშუალებები და აბაზანის აქსესუარები – ყველაფერი თუ უკვე მოიმარაგეთ, გაშალეთ მოხერხებულ ადგილას პირსახოცი და ზედ დააწვინეთ პატარა სანამ გახდით.




3. როგორი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა?



წყალი უნდა იყოს სასიამოვნოდ ცხელი, მაგრამ არა ძალიან. თავდაპირველად ბავშვის აბაზანაში ცივი წყალი ჩაასხით, ხოლო შემდეგ ცხელი დაუმატეთ.



დაიმახსოვრეთ: არასოდეს ჩააწვინოთ ბავშვი აბაზანაში, რომელშიც ჯერ კიდევ ჩაედინება წყალი, რადგან წყლის ტემპერატურა უცებ იცვლება.

იდეალური ტემპერატურა 37-38 გრადუსია (სხეულის ტემპერატურასთან ახლოს). იმ შემთხვევაში თუ თერმომეტრით არ სარგებლობთ, ტემპერატურის დასადგენად ჯობია გამოიყენოთ არა ხელის მტევანი, არამედ იდაყვი – წყალი იდაყვს არ უნდა წვავდეს და არც ძალიან ცივი არ უნდა იყოს, არც ცხელი.
მიუხედავად იმისა, რომ ცხელ წყალში აბანავებთ, გახსოვდეთ რომ ბავშვის სხეული წყლიდან ამოყვანისას ძალიან მალე კარგავს სითბოს. ამოყვანისთანავე შემოახვიეთ სპეციალური პირსახოცი, რომელსაც ქუდიც აქვს და გაამშრალეთ. შემდეგ ისევ გაახვიეთ ახალ, მშრალ პირსახოცში ან პლედში და ჩაიხუტეთ გასათბობად, სანამ ტანსაცმელს ჩააცმევდეთ.





4. რა სიღრმის უნდა იყოს წყალი?


ახალშობილების და ექვს თვემდე ბავშვებისთვის აბაზანაში წყლის სიღრმე 13 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება ექვს თვეზე მეტი ასაკის ბავშვებს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯდომისას წყალი მხოლოდ წელამდე წვდებოდეს.

შეიძლება თუ არა ბანაობა, თუ ჭიპი ჯერ არ მოშუშებია?


დიახ, შეიძლება. ბანაობისას არც ინფექცია შეეჭრება და არც მოშუშებას შეუშლის ხელს. ოღონდ არ დაგავიწყდეთ დაუმუშაოთ ყოველი ბანაობის შემდეგ ისე, როგორც ამას თქვენი ექიმი გირჩევთ.


image


5. რა არ უნდა გავაკეთოთ?


მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა რაიმე დამატებით მოწყობილობას, არასოდეს დატოვოთ ბავშვი აბაზანაში მარტო. თუნდაც უფროსი ბავშვი გეხმარებოდეთ დაბანაში და ყოველთვის მხედველობის არეში გყავდეთ. მოუსვენარი პატარა შეიძლება წამებში აღმოჩნდეს წყალში. არავითარ შემთხვევაში, არც ერთი წამით არ გაუშვათ ხელი.

6. რამდენად ხშირად უნდა ვაბანავოთ პატარა?


ეს თქვენზე და თქვენს ბავშვზეა დამოკიდებული. აბაზანა ბავშვების უმეტესობას ამშვიდებს, მაგრამ თუ ბავშვს კატეგორიულად არ მოწონს თბილ წყალში ყოფნა, შეგიძლიათ ახალშობილი კვირაში სამ-ოთხჯერ აბანავოთ. თანამედროვე ჰიგიენური საშუალებები დაბადების პირველივე დღეებზეა გათვლილი.

7. შეიძლება თუ არა ბავშვთან ერთად აბაზანის მიღება?


კანით-კანზე კონტაქტი ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის, მაგრამ სიცოცხლის პირველ თვეებში, როცა ის ძალიან უსუსურია, მთელი ყურადღება პატარაზე უნდა იყოს გადატანილი და საკუთარ აბაზანაში ბანაობდეს. როცა ცოტა წამოიზრდება შეგიძლიათ ერთად მიიღოთ აბაზანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედიკოც და ბავშვის ჯანმრთელია და გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც აბაზანაში ჩასვლისას ბავშვს მოგაწოდებთ და ამოსვლისას გამოგართმევთ. სანამ ბავშვთან ერთად მიიღებთ აბაზანას, წინასწარ იბანავეთ და მოამზადეთ აბაზანა ისე, როგორც ბავშვისთვის მოამზადებდით.
გისურვებთ ბედნიერ დედობას!

0
461
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0