x
image
კატაპულტი
ფრთხილად,საახალწლო შოპინგზე ჯიბის ქურდებიც მრავლად არიან! რჩევები თქვენთვის
image

მალე საახალწლო აურზაური დაიწყება და ბაზრები თუ სხვადასხვა ტიპის მაღაზია-მარკეტები ხალხით გაივსება.მყიდველებს შორის შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ ჯიბის ქურდები, რომლებიც ხშირად სულაც არ ჰგვანან კრიმინალებს, შესაძლოა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სიმპათიური ახალგაზრდა სწორედ თქვენს ჯიბეს უმიზნებდეს.ამიტომ, პირველი რჩევა იქნება, ნუ ენდობით გარეგნობასა და ჩაცმულობას.

image
კარგ ჩაცმულობასთან ერთად, წვრილმანი კრიმინალები ზოგჯერ მეტად გაბედულ ქმედებაზე გადადიან და ვერც კი წარმოიდგენთ, ნაყიდი საქონლისათვის თანხის გადახდის დროს რომ ფულს სწორედ ასეთ ადამიანს აძლევთ.საქმე ისაა, რომ ყიდვა-გაყიდვით გამოწვეული ქაოსის დროს, ზოგჯერ გამყიდველი ყურადღებას ვერ აქცევს კლიენტს და სწორედ ეს მომენტი(შეიძლება სულ რაღაც 10-15 წამი) აქვთ დაჭერილი კრიმინალ-აფერისტებს, რომლებიც რეალურად სხვის საქონელს გაყიდებენ, თანხას კი თავად იჯიბავენ.

image


ჯიბის ქურდები ხშირად მიმართავენ ქალების გაქურდვას, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი შიშის გამო აურზაურს არ ატეხენ, თანაც უფრო მარტივად აცარიელებენ ხელჩანთებს, ამიტომ ფრთხილად ქალბატონებო, ყურადღება მიაქციეთ თქვენს საყვარელ აქსესუარს.

image

კიდევ ერთი საფრთხე თქვენი გაქურდვის, თქვენი სამოსის გარეთა ჯიბეებია.ნუ ჩაიდებთ თანხას გარეთა ჯიბეებში.

image

საყიდლებზე წაიღეთ იმდენი თანხა, რამდენიც გჭირდებათ და ფრთხილად იყავით ტრანსპორტშიც, რადგან ქართული რეალობიდან გამომდინარე, გატენილ ტრანსპორტში საკმაოდ მარტივად აცარიელებენ ჯიბეებს კრიმინალები.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0