სხვა ზიმბაბვეში ჯალათის ვაკანსიაზე თავპირის მტვრევა აქვთ 2017, 29 ნოემბერი, 15:23
"ადამიანები ძალიან დაინტერესებულები არიან ამ სამუშაოთი, -განაცხადა ზიმბაბვეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვირჯინია მაბხიზამ, ასევე ქალბატონმა ვირჯინიამ დასძინა, რომ სამუშაოს მაძიებლები არიან როგორც მამაკაცები, აგრეთვე ქალებიც. სიკვდილით დასჯა ამ ქვეყანაში ბოლო 12 წლის მანძილზე არ განხორციელებულა, მხოლოდ 2013 წელს მიიღეს ახალი კანონი, რის მიხედვითაც თუ სასამართლო გამოიტანს სასიკვდილო განაჩენს, სიკვდილით დაისჯება მხოლოდ ის პირი, ვისი ასაკიც 21 წლიდან 70 წლამდეა, ანუ სიკვდილით არ დაისჯება ის პიროვნება, რომელსაც დანაშაულის მომენტში არ შესრულებია 21 წელი ან გადაცდენილია 70 წელს. 54 9-ს მოსწონს
|