x
ნინო ლომჯარია: „ მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ ძალას ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გათვალისწინებისთვის“

„პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში დაღუპული პირების გამო. წუხანდელი ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო ვერ გამოვეხმაურე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას სახალხო დამცველის პოსტზე. image
დიდი მადლობა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის! წინ საპარლამენტო განხილვებია და აქვე მინდა გამოვხატო ჩემი მზადყოფნა, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას, მათი სურვილის და ინტერესის შემთხვევაში და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროცესში მოვიპოვო, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მზარდაჭერაც.“ - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:გიო დუდუ
გიო დუდუ
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0