x
image
კატაპულტი
ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი (,,კუკუშკა") ბეწვზე გადაურჩა კატასტროფას
image
2017 წლის 23 ნოემბერს ბაკურიანისაკენ მიმავალმა “კუკუშკამ" მცირე ავარია განიცადა, მატარებელი რელსებიდან გადავიდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. მატარებელში სულ 12 მგზავრი იმყოფებოდა.

ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებული ფოტო

მატარებელი ბეწვზე გადაურჩა კატასტროფას, რელსებიდან გადასვლის შემდეგ, მან კიდევ გაიარა გარკვეული მანძილი და როდესაც ხიდამდე 15 მეტრიღა იყო დარჩენილი, გაჩერდა.

image


ვიწროლიანდაგიანი ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 1902 წელს შევიდა.ხალხმა მას “კუკუშკა" შეარქვა, მისი პატარა ზომის გამო. მატარებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ერთგვარი სახეა. მას იყენებენ როგორც სათხილამურო სპორტის მოყვარულები და ტურისტები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.

image

იმის გამო, რომ “კუკუშკა" დაახლოებით 30 წელიწადია არ შეკეთებულა და საფრთხეს წარმოადგენდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რეაბილიტაცია ჩაეტარებინა მისთვის და 2016 წლის 25 დეკემბერიდან მგზავრებს განახლებული მატარებული ემსახურება. როგორც მაშინ აცხადებდნენ, მატარებელს შეუძლია 128 მგზავრი უსაფრთხოდ გადააადგილოს ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, თუმცა ფაქტი სახეზეა, ერთი წელიც არაა გასული და მატარებელი რელსებიდან გადავიდა, მსგავსი ფაქტი ამ ერთი წლის განმავლობაში მანამდეც მოხდა, ივნისის თვეში.

0
729
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0