კახეთი გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშები დედოფლისწყაროშიც დაუშვეს 2017, 27 ნოემბერი, 16:08 გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დედოფლისწყაროშიც დაუშვეს. დღეს დილიდან დროშები დაშვებულია დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ შენობაზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ახლობლებსა და სრულიად საქართველოს, “ – ნათქვამია განცხადებაში. 37 შეფასება არ არის
|