x
image
კატაპულტი
ტერაქტები საქართველოში და მათი შედეგები
image


ტერაქტები საქართველოში 90-იანი წლებიდან აქტუალურია და ჩვენს ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში 30 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ან იყო მცდელობა.

მათგან ყველაზე გახმაურებულ ტერაქტებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.


image




ესენია:

3-ჯერ განხორციელებული თავდასხმა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ( 1992 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთში, 1995 წლის 29 აგვისტოს თბილისში და 1998 წლის 9 თებერვალს ასევე თბილისში), თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები ქვეყნის პირველ პირს არც ერთი შემთხვევის დროს არ მიუღია, თუმცა ბოლოს განხორციელებული ტერაქტისას დაიღუპა შევარდნაძის დაცვის ორი წევრი.

1994 წლის 3 დეკემბერს მანქანაში ჩაცხრილეს გიორგი ჭანტურია და მისი დაცვის წევრი.

შემდეგ იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი, 2005 წლის 1 თებერვალს ქალაქ გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 10-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტის კვალი რუსულ სპეც-სამსახურებს უკავშირდებოდა.

იმავე წლის 10 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის დროს, როდესაც იგი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოდიოდა, დაგეგმილი იყო ტერორისტული აქტი, რომელსაც, სავარაუდოდ, დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, თუმცა შემთხვევა აღკვეთილ იქნა და დააპატიმრეს ვოვა არუთინოვი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ტერაქტებით დატვირთული აღმოჩნდა 2010 წელი:

22 სექტემბერს თბილისში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

28 ნოემბერს თბილისში “ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ადგილობრივი მაცხოვრებელი ნინო გორდეზიანი;

იმავე დღეს აფეთქება მოხდა მუხიანში, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საქართველოში განხორციელებული ბოლო გახმაურებული ტერაქტი იყო 2016 წლის ოქტომბერში, როდესაც ორბელიანის მოედანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

2017 წლის 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დაკავებულ იქნა ერთი და ლიკვიდირებული 3 ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი.


0
425
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0