სისხლის სამართალი მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 7 წლის გოგონას მკვლელობის გამო 2017, 25 ნოემბერი, 20:03 7 წლის ქეთი როუჩი ამა წლის იანვრის თვეში აღმოაჩინეს მოკლული იორკის პარკში.
ქეთის მკვლელი, 15 წლის მოზარდი გოგონა მალევე იპოვა პოლიციამ, რომელსაც ხელში სისხლიანი დანა ეჭირა. გუშინ ლიდსის სამეფო სასამართლომ მოზარდ გოგონას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ერთი პირობით, ხუთი წლის შემდეგ შეუძლია აპელაცია შეიტანოს განთავისუფლების შესახებ, თუ კომისია ჩათვლის, რომ გოგონა საფრთხეს აღარ წარმოადგენს საზოგადოებისთვის, იმ შემთხვევაში შესაძლოა გაათავისუფლონ . სასამართლოს და გამოძიებას ისიც უშლის ხელს, რომ მოზარდმა გოგონამ დღემდე ვერ ახსნა მიზეზი მკვლელობისა. "თქვენი მუდმივი დუმილის ფონზე, საზოგადოებისთვის საფრთხე მაღალია კრიტიკული კითხვა მდგომარეობს იმაში, არსებობს თუ არა რაიმე თქვენდამი ნდობის შეფასება და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს საშიშროება, ყველა ექსპერტს ხელს უშლის თქვენი დუმილი"-აღნიშნა მოსამართლე იუსტიკ სოლმა. მოსამართლემ განუცხადა მოზარდს: "ზუსტად რა მოხდა" მოედანზე "მხოლოდ თქვენთვისაა ცნობილი". ქეთის დაღუპვამდე ორი კვირით ადრე მისმა მშობლებმა იქორწინეს ერთადერთი ცნობილი რაც არის სასამართლოსთვის, მოზარდმა გოგონამ დანით მოკლა ქეთი იორკის პარკში, შემდეგ იქვე ჩიხში დაიმალა და 999-ზე დარეკა და პოლიციას თვითონვე აცნობა, რომ მკვლელობა ჩაიდინა. ქეთის ყვავილებიანი კუბო:"ის ამბობდა, რომ პეპელა სურდა ყოფილიყო(ქეთის დედა) პარკი იორკში, სადაც ქეთის თამაში უყვარდა. 182 6-ს მოსწონს
|