პარამეცნიერებები ეს საზარელი სიბნელე 2017, 25 ნოემბერი, 2:22 ![]() მძინარე ბავშვს გაეღვიძა და დაიწყო ხმამაღლა ტირილი. ძიძამ ხელში აიყვანა პატარა და გულში ჩაიკრა, რათა დაემშვიდებინა. გარშემო სუფევდა სრული სიბნელე. გაქრა ქუჩის ხმაური, ხეების შრიალი, ყვავილების სურნელი, ფრინველთა ხმა.მადამ ჟენეტი ხმა ამოუღებლივ იდგა. ქალბატონის თქმით ეს ყველაფერი გრძელდებოდა 15 წუთი. სიბნელე ისე უეცრად გაქრა, როგორც - ჩამოწვა. აღმოჩნდა, რომ უკვე ბნელდებოდა. ძლიერი ქარი ამოვარდნილიყო, ხოლო პარკში კი - განათებები ანთებულიყო. ბულვარში რამდენიმე თბილად ჩაცმული წყვილი დადიოდა. მედდა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა კოტილონების სახლში. მას შეხვდნენ ნამტირალევი მშობლები; თურმე ქალბატონი ჟენეტი და პატარა კოლიტონი სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან. მათ მთელი ქალაქი ეძებდა, ქალაქის პარკი საგულდაგულოდ შემოიარეს მაგრამ, რათქმაუნდა მომვლელსა და პატარას ვერ მიაგნეს. ჟანდარმერიაში ქალბატონი ჟანეტი მკაცრად დაკითხეს: მაგრამ ქალბატონს თავისი ამბის გარდა სხვა რა შეეძლო რომ ეამბა მათთვის... ქალაქ არლეაში ეს შემთხვევა ყველაზე უჩვეულო და აუხსნელი XX საუკუნის ფენომენია. მაგრამ ეს ამბავი არ არის ერთადერთი შემთხვევა დღისით უკუნითი სიბნელის ჩამოწოლისა. 1904 წლის 2 აპრილს, უჩვეულო სიბნელემ დაფარა ლონდონის მეტროს ერთ-ერთი სადგური. რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მკაცრი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ გადაწყვითეს მომხდარის სიმულაციით ეპოვნათ ახსნა. სიმულაციის დროს ადამიანებისა და მატარებლის სილუეტების გარჩევა შეიძლებოდა, ხოლო 2 აპრილის დაბნელებისას კი უკუნითი სიბნელე იდგა, რაც მკვლევარებმა ვერაფრით ვერ ახსნენ. ასევე სიბნელემ მოიცვა ამერიკის ერთ-ერთი შტატის, კენტუკის ქალაქი. 1911 წლის 7 მარტს ლუისვილი აბსოლუტურ სიბნელემ მოიცვა. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა. ზემოთ ნახსენები ფენომენი ჯერ კიდევ არაა ამოხსნილი. ზოგიერთები ამტკიცენებ რომ ეს არის სატანის ხრიკები, ან პირიქით - ღვთის ნიშანია. არსებობს უფრო და უფრო ნაკლებად რაციონალური ვერსიაც, მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან ამ ფენომენს. იქნებ ჩვენ გვაქვს შემთხვევა სივრცის მთლიანობის დარღვევასთან, ან შეიძლება ეს ფენომენი უკავშირდება დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველის რყევებს, როდესაც სპექტრის ნაწილი მოულოდნელად ცვლის რყევის სიხშირეს და გადადის იმ მდგომარეობაში, რომელიც ადამიანს არ ძალუძს რომ შეიგრძნოს .... ვინ იცის? 132 2-ს მოსწონს
|