x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მარტივ კითხვებზე პასუხით გამოვიცნობ თქვენს სიმაღლეს– შედეგი გაგაოცებთ!
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 58% (განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლები) უკმაყოფილოა თავიანთი სიმაღლით. არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მეშვეობით გავახარებდი მათ, თუმცა დაგისვამთ რამდენიმე კითხვას, რომლებზე გულახდილი პასუხით გამოვიცნობ თქვენს სიმაღლეს.


image


მოცემულ 5 კითხვას გაეცით გულახდილი პასუხი და ჩაინიშნეთ ქულები, უფრო კონკრეტულად კი თუ პირველ პასუხს აკმაყოფილებთ, ჩაინიშნეთ 1, თუ მეორეს–2 და ა.შ, ბოლოს შეკრიბეთ შედეგები, პასუხები იხილეთ კითხვების ბოლოს.




● რომელი სქესის წარმომადგენელი ხართ?


1. კაცი

2. ქალი

3. არ ვიტყვი




● ხშირად გესმით გარშემო კომენტარები თქვენი ზრდის შესახებ?

1. დიახ, გამუდმებით

2. არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას

3. იშვიათად




● დედათქვენზე მაღალი ხართ?

1. დიახ, დედაზე მაღალი ვარ

2. თითქმის ერთი სიმაღლე გვაქვს

3. არა, დედა ჩემზე მაღალია




● რას ფიქრობს ხალხი თქვენს ასაკზე?

1. მიაჩნიათ, რომ უფრო დიდი ვარ

2. ჩემი გარეგნობა ასაკის შესაფერისია

3. მიაჩნიათ, რომ შედარებით პატარა ვარ




● შეცვლიდით თქვენს სიმაღლეს?

1. შევამცირებდი რამდენიმე სანტიმეტრით

2. მაკმაყოფილებს ჩემი სისმაღლე

3. დიახ, მოვიმატებდი რამდენიმე სანტიმეტრს





შედეგები:


5–8 ქულა– თქვენ ნამდვილი გიგანტი ხართ. თქვენი სიმაღლე აშკარად 180 სმ-ზე მეტია. თვით ჟიზელ ბიუნდჰენიც 180 სმ–ია (ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი)

image





9–13 ქულა– თქვენი სიმაღლე 165–175 სანტიმეტრამდეა. ეს ის სიმაღლეა, რომელზეც ყველა ქალბატონი ოცნებობს. ყველაზე ოპტიმალურია მანდილოსნებში, თუმცა მამაკაცები მაინცდამაინც არ კმაყოფილდებიან ამით. ბევრი გამოჩენილი ადამიანია ამ ოპტიმალურ მაჩვენებელში– ჯენიფერ ლოპეზი (167სმ) და ტომ კრუზი (170სმ). image





14–15 ქულა– თქვენი სიმაღლე 164 სმ–ზე ქვემოთაა. თუმცა ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ მადონა 164 სმ–ი და მეგან ფოქსი 163 სმ–ი სიმაღლის არიან, მაგრამ გარკვეული ხარვეზის მიუხედავად საკუთარ სანტიმეტრებზე მაღლა დგანან. image


აქვე მინდა გითხრათ, რომ მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს– ადამიანებში, რომელთა სიმაღლე 167 სმ–ზე ქვევითაა, დემენციის განვითარება 36%–ით დაბალია, ვიდრე ადამიანებში, რომელთა სიმაღლე 177 სმ და მეტია. (დემენციატვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების– მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, სწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები.) ასევე ნაკლებია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა და კიბოს რისკი. ყოველ დამატებით 10 სმ–ით ზრდაზე ქალების შემთხვევაში კიბოს რისკი 17%–ით იზრდება, მამაკაცებში კი 5%–ით.




2
395
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
395
  
2017, 25 ნოემბერი, 17:18
მე თვით ჟიზელ ბიუნდჰენზეც მაღალი ვარ (183სმ) :დ
2017, 25 ნოემბერი, 11:37
მართლაც დაემთხვა, 9 ქულა ავიღე და 172 სანტიმეტრი ვარ, ზოგ საზომზე 175-ც :დ
0 1 2