x
image
კატაპულტი
გორში გიორგობის დღესასწაული მოსახლეობამ გორიჯვარზე აღნიშნა
image

გიორგობის დღესასწაული გორის მოსახლეობამ გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა, თუმცა აქ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო შეკრებილი, ეკლესიას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ყოველწლიურად სტუმრობენ.

მომლოცველების ნაწილი წმინდა გიორგის მამლებსა და ცხვრებს სწირავდა, რათა მათი თხოვნა აღასრულოს.

წმინდა გიორგის დღესასწაული საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ის წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისსა და 23 ნოემბერს.

გაზაფხულზე მართლმადიდებლები წმინდა გიორგის თავის კვეთის დღეს აღნიშნავენ, დღევანდელ დღეს კი მის ბორბალზე წამებას.


მცირე ცნობები გორიჯვრის შესახებ:

ამ მთაზე ჯვარი IV საუკუნეში აღიმართა და სწორედ მას მერე ეწოდება მას გორიჯვარი.ისტორიული წყაროების მიხედვით, მთაზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი IV საუკუნეში ყოფილა აგებული და მეორე VIII-IX საუკუნეში.თუმცა 1920 წლის ძლიერმა მიწისძვრამ შენობები მთლიანად დაანგრია და ტაძარი მხოლოდ 1978-1988 წლებში აღდგა.გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელთანაც არაერთი სასწაულია დაკავშირებული-განუკურნავს მრავალი ადამიანი.

თქმულების თანახმად კი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საძირკველში წმინდანის თავის ქალაა დამარხული.

P.S. ყველას გილოცავთ გიორგობას, მრავალს დაესწარით, შეგეწიოთ გორიჯვრის მადლი.


1
54
9-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
54
  
2017, 25 ნოემბერი, 15:55
შეგვეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს...
0 1 1