x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია: "უვიცი მამიკოს ბიჭები პირდაპირ მაღალ თანამდებობებზე აღმოჩნდენ და SUS- ნომრებიანი ჯიპებით ისეირნონ, მათი ოჯახები კი დაქცეულები დარჩნენ"
imageსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე კითხვა დაუგროვდა გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაცის შემდეგ.

აი, რას წერს გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

რაც შეეხება შედეგებს, გონება- და სინდისშეზღუდულებისთვის ვიტყვი და ჩამოვაყალიბებ პუნქტებად, რა იყო ხელისუფლების პასუხისმგებლობა და დანაშაული ამ ყველაფერში:

* სავარაუდოდ, წლებია ამ მისამართზე საეჭვო პირები ცხოვრობდნენ;
* ამ ხნის განმავლობაში ბინა იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობად აქციეს;
* ოფიციალური ვერსიით, თუ მათ ორი კვირაა უთვალთვალებენ, რატომ ვერ ან არ შეარჩიეს უკეთესი ადგილი, დრო და სცენარი მათ გასანეიტრალებლად;
* რატომ ვერ გაუმკლავდა მთელი სახელმწიფო მანქანა 2 ან 3 დამნაშავეს 24 საათის განმავლობაში და რა რესურსები დაიხარჯა ამ ყველაფერზე;


და ყველაზე ფასეული, რაც დავკარგეთ ამ დროს, სწორედ იმ სპეცრაზმელის სიცოცხლე იყო, რომლის სახელიც კი არ ვიცით. მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს ყველაფერი მსხვერპლითა და ტრაგედიით დასრულდა, ჩვენი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

სპეცრაზმელებისა და ზოგადად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გუნდურობისა და თანამონაწილეობის სულს, რომ მათი შესაძლო მსხვერპლი უაზრო და ფუჭი არ იქნება იმისთვის, რასაც შეეწირებიან. ამ სულის პირველი დამანგრეველი კი სწორედ ის უთანასწორობა და ნეპოტიზმია, რაც დღეს ჩვენში, სახელმწიფო ორგანოებში სუფევს. დამეთანხმებით, არა მგონია ვინმეს მოსწონდეს საზარბაზნე ხორცად ქცევა, რათა მილიონერი უფროსობა კიდევ უფრო გამდიდრდეს, უვიცი მამიკოს ბიჭები პირდაპირ მაღალ თანამდებობებზე აღმოჩნდენ და SUS- ნომრებიანი ჯიპებით ისეირნონ, მათ ოჯახები კი დაქცეულები დარჩნენ. ამ დროს ქვეყანაზე და პატრიოტიზმზე რიტორიკაც ხუნდება...

ინებონ ამ მუქთამჭამელმა ქართუბანკის დაცვის თანამშრომლებმა და შეეშვან ამ ადამიანის სახელით საკუთარი უუნარობის, სიხარბის, პრემიების გადაფარვას. მისცენ მის ოჯახს ღირსეული კომპენსაცია, აიღოს სახელმწიფომ მეურვეობა მისი შვილების ან ოჯახის წევრების მომავალზე, განთლებაზე, ღირსეულ არსებობაზე. ჩართონ ამ საქმეში დაინტერესებული, სამოქალაქო საზოგადოება! და დაე, ნუ იქცევა ეს ერთი პარტიის საარჩევნო დივიდენდებად!

ეს იქნება ყველაზე ღირსეული გამოსავალი და მომავალი, ჩემის აზრით... ნათელი მის სულს, ვინც უნდა ყოფილიყო...!

image

გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა დაახლოებით საღამოს 18 საათზე დასრულდა, შედეგად 3 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო ერთი დაკავებულია.სამწუხაროდ დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, 41 წლის ვანო გოლოშვილი, მსუბუქად დაჭრილია ორი სპეცრაზმელი და ორიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.


0
385
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0