სასარგებლო პროდუქტები ხურმა- სეზონის ყველაზე სასარგებლო ხილი 2017, 22 ნოემბერი, 15:37 ![]() ![]() ხურმას საკამოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღებისას სისხლში გლუკოზა არ რჩება და მისი დონე მაღლა არ იწევს. ათეროსკლეროზის დროს, მას დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე. ამ დაავადების მქონე პაციენტებში, დღის განმავლობაში, 100 გრ ხურმის მიღებაა რეკომენდირებული. ხურმაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ასტიმულირებს ნერვული სისტემის ნორმალიზებულ ფუნქციონირებას და ასევე ხელს უწყობს სისხლჩაქცევების გაწოვას. ყელის ტკივილის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წამალი. შეურიეთ ერთმანეთს მისი წვენი და თბილი წყალი და დალიეთ. ![]() ხურმა გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც, აკნესა და ღია ფორების სამკურნალოდ. ამისათვის, ერთ ცალ კვერცხის გულს უნდა შეურიოთ ხურმის შიგთავსი და სახეზე ისე წაისვათ, რომ თვალებს არ შეეხოთ. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხურმა, როგორც ენერგეტიკულად ღირებული, სასარგებლო და საქაროზის წყარო, რეკომენდირებულია დიეტის დროსაც. იგი დაბალკალორიული და ნაკლებად მჟავიანი პროდუქტია. მიირთვით სეზონის ყველაზე სასარგებლო ხილი და იყავით ჯანმრთელი! გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს! 521 6-ს მოსწონს
|