საზოგადოება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეც–ოპერაციის ჯგუფი შტურმს დაიწყებს- რა ვითარებაა ამჟამად 2017, 22 ნოემბერი, 13:20 დღეს, 22 ნოემბრის გამთენისას, ქ. თბილისის ისნის რაიონში, ყოფილი ბოგდახმელნიცკის, ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სავარაუდოდ 5 საათიდან მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია. სპეც–ოპერაციის მოტივი ტერორისტული დაჯგუფების წევრების დაკავებაა. ადგილზე მისულ სამრათალდამცავებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გაუხსნეს. საცხოვრებელი კორპუსის მე–3 სართულიდან, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ყუმბარებიც გადმოყარეს, რასაც მოყვა ცეცხლი და კორპუსის წინა ფასადის ნგრევა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამართალდამცავების ასამდე ეკიპაჟი, ჯავშანტექნიკა და სპეციალური დანიშნულების დამხმარე გუნდის საკმაოდ დიდი რაოდენობა. თუმცა, სპეც–ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, მისი გართულების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია. თავის არეში დაჭრილია სპეც–დანიშნულების წარმომადგენელის მდგომარეობა, რომელიც საათნახევრის წინ გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, მძიმეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც არ დასტურდება, ის ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა! პერიმეტრი დაცულია. სპეც–ოპერაციის ტერიტორია სამრთალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. ევაკუირებულია კორპუსის მოსახლეობის ნაწილი, თუმცა დანარჩენებს მოუწოდეს შინ დარჩენა და ფანჯრებს მოცილება. დაცულია თუ არა მოსახლეობის სრული უსაფრთხოება, ამაზე უწყებები კომენტარს არ აკეთებენ. სროლა და კვამლი კვლავ ისმის და ჩანს. სავარაუდოდ, შტურმს დაიწყებს სპეციალური ჯგუფი. სოციალურ ქსელში მოსახლეობის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით არიან დაჭრილებიც, თუმცა ამაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ სპეციალური უწყებები. ჯანდაცვის სამინისტრო კი, რომელსაც უკვე 2 საათია ბრიფინგი აქვს გამართული, რომელსაც პრემიერ–მინისტრი და სხვა მინისტრები ესწრებიან, მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს. ტერორისტობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ ორი პირია, ისინი არ არინ საქართველოს მოქალაქეები, არიან ჩეჩნები, რომლებიც აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 2 წლის მანძილზე ქირით ცხოვრობენ, თუმცა მეზობლები საეჭვოს ვერაფერს ამჩნევდნენ. სპეც–ოპერაცია თითქმის 17 საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე დამატებულია დამხმარე სპეც–დანიშნულების რაზმი და ალბათ დაიწყება შტურმი ეჭვმიტანილების ასაყვანად. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ერთი საპატრულოს თანამშრომელი და აყვანილია ერთი ეჭვმიტანილი. 41 15-ს მოსწონს |
ვანოც არ დაიღუპებოდა. :(((
ვიცნობდი სულმნათ ვანოს ჩემი ნათლიის სახლში ვარ შენახვედრი. :(((
ორი გასროლა ერთჯერადი ცეცხლმტყორცნიდან "შმელი" და ბინაში სულიერი არ დარჩებოდა ცოცხალი.
როცა მოლაპარაკება არ შედგა ეგრევე "შმელი" ესროლათ ფანჯრებისთვის და მორჩებოდა სპეცოპერაცია უდანაკარგოდ. :(((