საზოგადოება რატომ არ ჭამენ მუსულმანები და ებრაელები ღორის ხორცს? სიმართლე, რომელიც დღემდე არასწორად იცოდით 2017, 22 ნოემბერი, 10:48 ბვერი თქვენგანისთვის არაა სიახლე, რომ მუსულმანურ ქვეყნებსა და ებრაელები ღორის ხორცს არ მიირთმევენ. დღემდე გგონიათ, რომ ეს მათი რელიგიიდან გამომდინარე ხდება, რომელიც კრძალავს, ან მხოლოდ იმიტომ ამბობენ მასზე უარს, რომ საკმაოდ ბინძური ცხოველია. თუმცა, საქმე სულ სხვა რამეშია, არსებობს ერთი ისტორიული ასპექტი თუ რის გამოც უწევთ მათ გემრიელ მწვადსა და ოჯახურზე უარი თქვან.
რატომ არ ჭამენ მუსულმანები ღორის ხორცს? მართლაც შევხვდებით მათ წმინდა წიგნში– ყურანში აბზაცს, სადაც გარკვევით წერია "მე უარს ვაცხადებ მხოლოდ ღორის ხორცის მიღებაზე, რომლის მოკვლისა და სისხლის დაღვრისგან თავს ალაჰის გულისთვის შევიკავებ", თუმცა რატომ მაინცდამაინც ღორი? იმ ტერიტორიებზე, სადაც იუდაიზმი და ისლამი დაიბადა, წარმოუდგენლად ცხელი კლიმატი იყო. ცხადია, რომ ღორის ხორცს შენახვის ძალიან მოკლე ხანგრძლივობა აქვს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ღორი ყველაფრის მჭამელი ბინძური ცხოველია, რომელიც საკუთარ ფეკალიებსაც კი სიამოვნებით მიირთმევს, მატარებელია ტრიჰინელისა და სხვა პარაზიტების, რომლებიც სიცხეს უძლებს და ხორცის შეწვის შემთხვევაშიც არ იღუპება, რაც სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. ბუნებრივია, რომ ღორის ხორცის მიღება იწვევდა მოწამვლას, მრავალ დაავადებას და სიკვდილს, ამიტომ აიკრძალა! პრაქტიკულად, რელიგიის ნებისმიერი აკრძალვა მეცნიერულად გამართლებულია. მაგალითად, ებრაელებს ასევე აკრძალული აქვთ კრაბების და კიბორჩხლის მირთმევა. ზღვის ამ ბინადრებში სასიკვდილო შხამი პტომაინია. მათი კანონის შესაბამისად კი იკრძალება მტაცებლების მირთმევა. "ნუ შეჭამთ ღორის ხორცს და ნუ მიეკარებით მის ცხედარს" – (ბიბლია, მეორე რჯული, თავი 14, მე -8 მუხლი). ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ტრადიციებსა და რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი არ იძლევა მეცნიერულ ახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენზე უფრო აღმატებული რამ (ვინ) არსებობს. იხილეთ აგრეთვე: რატომ წერენ პირიქით- მარჯვნიდან მარცხნივ ებრაელები და არაბები? 9086 21-ს მოსწონს 1-ს არა
|