აჭარა ჩემი ბათუმური შემოდგომა (+ფოტოები) 2017, 21 ნოემბერი, 16:37 ბათუმს გაიგონებთ თუ არა, მაშინვე ზაფხული, ზღვა, გარუჯული ტანი და დასვენება გაგირბენთ გონებაში. თქვენ თუ იცით შემოდგომის ბათუმი როგორია? აქ თითქოს ფერი, ფიქრი და ემოცია არეულა ერთმანეთში.. თითქოს რაღაცის მოლოდინში ხარ და ყოველი წუთი გადამწყვეტ როლს თამაშობს ბუნების მიერ დადგმულ სპექტაკლში.. საოცარი განცდაა.. იმ ფოთოლისთვის მაინც ერთი ქარის მობერვა რომ დარჩენია... ყველაფერი - ქუჩა, სახლი, ეზო, ზღვა, თოლიაც კი - ცდილობს გადმოგცეს აზვირთებული ემოცია, რისი აღქმაც და შეგრძნებაც მხოლოდ შეხედვით შეუძლებელია.. ეს ბათუმური შემოდგომის გემოა... თქვენ ესეთ ბათუმს არ იცნობთ.. მე კი დავდივარ საყვარელ ქუჩებში და შემოდგომით ვტკბები.. 220 7-ს მოსწონს
|