კინო საუკეთესო სერიალები,რომლებიც აუცილებლად უნდა იხილოთ 2017, 21 ნოემბერი, 13:22 ![]() თუმცა ამასთანავე, არის დახვეწილი გრაფიკა, საინტერესო და ემოციური სამსახიობო შესრულება. ესა მიზეზი, რითიც გვხიბლავს ეს სერიალი. №3 бригада/ბრიგადა - ყველა დროის საუკეთესო რუსული სერიალი, რომელიც გვიჩვენებს მეგობრობისა და თანადგომის საუკეთესო მაგალითს. ოთხი ბავშვობის მეგობრის ისტორია, რომლებიც გადაწყვეტენ იშოვონ ფული არაკანონიერად. ისინი ნელა-ნელა იკიდებენ ფეხს ამ ბიზნესში და ხდებიან გავლენიანი პირები, რომლებიც ქედს არავის უხრიან და მათ შორის არც კანონიერ ქურდებს, რომელთა გავლენა 90-იანი წლების რუსეთში დიდი იყო. #4 Sherlock/შერლოკი - არტურ კონან დოილის პერსონაჟის შერლოკ ჰოლმსის საუკეთესო ეკრანიზაცია, სადაც მთავარ როლს ბენედიქტ კამპერბეტჩი თამაშობს, მისი გენიალურობა სერიალს უფრო მაღალ საფეხურზე აყავს. სცენარი კი ვითარდება 21-ე საუკუნეში, რაც გამოწვევა იყო, თუმცა შერლოკის შემქმნელებმა თავი ყველაფერს იდეალურად გაართვეს, სერიალი, რომლის ყურებაც არ მოგწყინდებათ.#5 Vikings/ვიკინგები - სერიალი მოგვითხრობს, ვიკინგების შესახებ, სადაც კარგად ჩანს მათი კულტურა და ცივლსისხლიანობა. გლეხი რაგნარის ისტორია, რომელიც ხდება ვიკინგების მეფე და გაუძღვება წინ ვიკინგებს ახალი ტერიტორიის ძიებაში. ხოლო მისი შვილები კი მთელ მსოფლიოსს შიშის ზარს სცემენ. სერიალი მართლაც საუკეთესოა, რადგან თითქმის თავისი ჟანრის სერიალიდან ძალიან განსხვავდება, იმით, რომ აქ უფრო კარგად ჩანს ადამიანი გრძნობები, ემოციები და პიროვნების ასაკობრივი განვითარება. #6 ტიფლისი - ქართული სერიალი, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისისა და საქართველოს ცხოვრებას მოგვითხრობს. ფილმი ხელოვნების ნიმუშია, თუმცა, არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც მე-6 ადგილზეა. ფილმი მოგვითხრობს ყაჩაღების შესახებ, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთისა და თავადების გავლენას საქართველოში და იწყებენ მათთან დაპირისპირებას, ფილმი ძალიან საინტერესო და შინაარსიანია. 183 4-ს მოსწონს
|