x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პასტა სოუსით (მაკარონის წინასწარ მოხარშვა საჭირო არ არის)

არსებობს აზრი, რომ გემრიელი პასტის დაგემოვნება მხოლოდ იტალიაში ან ნამდვილად კარგ რესტორანში შეიძლება, სადაც მზარეული იტალიიდან არის ან უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი კურსები, იტალიაში აქვს გავლილი. მაგრამ, ეს რომ ასე არ არის, დარწმუნდებით, თუ ქვემოთ მოცემული რეცეპტით მოამზადებთ მაკარონს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, წინასწარ მისი მოხარშვა საჭირო არ არის.

image

ინგრედიენტები:


პომიდორი ჩერი – 15 ცალი
ნიორი – 3 კბილი
მწარე წიწაკა – 1 ცალი
ხახვი – 1 ცალი
სპაგეტი (პასტა) – 300 გრ.
ბაზილიკი (მწვანე რეჰანი) – 1 კონა
ზეითუნის ზეთი – 4 ს. კ.
წყალი – 400 მლ.
ყველი მაგარი – 30 გრ.
მარილი – გემოვნებით
შავი დაფქული პოლპილი – გემოვნებით

მომზადება: imageI. გარეცხეთ, გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით ბოსტნეული, ხახვის გარდა.

II. ხახვი შუაზე გაჭერით და შემდეგ თითოეული ნაწილი ნახევარრგოლებად დაჭერით.

III. აიღეთ განიერძირიანი ქვაბი და უმი სპაგეტი მის ცენტრში მოათავსეთ.

IV. დაამატეთ ხახვი, ნიორი, წიწაკა და პომიდორი. მაგრამ, ბოსტნეულს მაკარონს ზემოდან ნუ დააყრით, თითოეული სახეობა შუაზე გაყავით და აქეთ-იქით შემოუწყვეთ.

V. მწვანილი გარეცხეთ, რამდენიმე ღერი გადადეთ > დანარჩენი კი დაუჭრელად, ქვაბში მოათავსეთ, სხვა პროდუქტებთან ერთად.

VI. თანაბრად გაანაწილეთ პროდუქტებზე ზეთი > დაამატეთ მარილი და პილპილი.

VII. ჩაასხით ქვაბში წყალი.

VIII. დადგით ცეცხლზე > დაახლოებით, 10 წუღთია საჭირო, რომ ადუღდეს და ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს.

IX. ყველი პირდაპირ ქვაბში ჩაახეხეთ > დაამატეთ გადადებული მწვანილი, და თუ საჭირო იქნება, დაუმატეთ მარილი და პილპილი > დაელოდეთ კიდევ 5 წუთი და ცეცხლიდან გადმოდგით.

ამ კერძის და საერთოდ, ყველა კერძის, სწრაფი მომზადების საიდუმლო წვრილად დაჭრილ ბოსტნეულშია. 15 წუთში თქვენ პასტა გექნებათ უგემრიელესი სოუსით და ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთ ქვაბში. მაგრამ, ერთი რჩევა გაითვალისწინეთ: როდესაც ქვაბს ცეცხლზე დადგავთ, ყურადღება მიაქციეთ. თქვენი სპაგეტი შეიძლება უფრო მალე მოიხარშოს, ან პირიქით, უფრო მეტი დრო იყოს საჭირო. აქ ბევრი რამ, ხორბლის ხარისხზე არის დამოკიდებული და ნამდვილი იტალიური კერძი რომ მიიღოთ, მაკარონი კარგად უნდა იყოს მოხარშული – არ უნდა იყოს ნახევრად უმი, ან გადახარშული.

0
747
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0