სხვა როგორ დავადგინოთ ასაწონი ტკბილეულის "ვადის" გასვლის თარიღი? ამის ცოდნა სავალდებულოა! 2017, 20 ნოემბერი, 11:13 ძნელია კბილეულისა და სასუსნავის მოყვარულებმა "სუპერმარკეტებში" საყიდლებზე წასვლის შემთხვევაში ფერად და ლამაზ "სტელაჟს" გვერდი აუარონ. ის ისე მაცდურად გამოიყურება, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებთ და მთლიანი ფილა თუ არა, ასაწონი განყოფილებიდან რამდენიმე მათგანი მაინც შემოგვეყიდება ხოლმე.
ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, უყიდია ასაწონი კანფეტი ან შოკოლადი, გახსნის შემდეგ კი შეუნიშნავს უცნაური ფერი, სუნი და ზოგჯერ გემოც. ერთადერთი კი რაც ამ დროს მოგდით თავში მისი ვარგისიანობის ვადაა. თუმცა საცალო შეფუთვაზე ტკბილეულის ვარგისიანობის და გამოსვლის თარიღების მითითება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, შესაბამისად კი რჩებით გაურკვევლობაში და მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როგორ მოვიქცეთ აღნიშნულ სიტუაციაში, რომ საეჭვო ხარისხის და ვარგისინობას გადაცილებული ტკბილეული არ ვიყიდოთ? იმის დასადგენად ძველი ტკბილეული მოგყიდეს თუ არა მაღაზიაში, სრული უფლება გაქვთ კონსულტანტს (გამყიდველს) მოსთხოვოთ ამ პროდუქტის აღმნიშვნელი დოკუმენტი ან კოლოფი, საიდანაც მოხდა მისი დაფასოვება, რადგან მასზე აუცილებლად იქნება გამოშვების და ვარგისინობის თარიღი დატანებული. სურსათი ვალდებულია შეინახოს მსგავსი ტკბილეულის კონტეინერი მის ამოყიდვამდე. (ან უბრალოდ ყიდვამდე შეამოწმეთ ეს ყველაფერი) სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ სურსათის თანამშრომლები ძველ და ახალ "პარტიას" ურევენ ერთმანეთში და კოლოფის დასტურად რომ ის ახალი პროდუქტია, სრული შესაძლებელია სინამდვილეში ძველი იყოს. მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია დაფასოვებული ტკბილეული შეიძინოთ. გამოსადეგი ინფორმაცია: მინანქრიანი კანფეტები ინახება 1.5-დან 4 თვემდე; დამატკბობლებით დაფარული კანფეტები 1 თვე; ხილის კარამელები 6 თვე; ე.წ საწუწნი კანფეტები 6 თვე, თუმცა შენახვის თითოეული წესის დაცვით 5 წელი. იხილეთ აგარეთვე: ● სუპერმარკეტში გატეხილი პროდუქციის ღირებულება არ გადაიხადოთ! იცით რატომ? ● სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ! ● როგორ დავიბრუნოთ ბანკომატის მიერ "ჩაყლაპული" ბარათი სასწრაფოდ? ეს უნდა იცოდეთ! ● აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან 370 19-ს მოსწონს
|