x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
2018 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობა

გრძელი თმა – რა თქმა უნდა, ლამაზია. მაგრამ, თანამედროვე ქალების უმრავლესობას, ცხოვრების ჩქარი ტემპის გამო, მოკლე ვარცხნილობის ტარება ურჩევნია... და ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ რომელი ვარცხნილობაა ყველაზე აქტუალური? ამ მხრივ, მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება, მაგრამ არის ისეთი ვარცხნილობები, რომლებიც ყოველთვის მოდაშია და ფაქტიურად, ყველას უხდება. ამ უნივერსალურ ვარცხნილობებს შორის, ერთ-ერთი, ბობ-კარეა. უკვე მერამდენე წელია, ეს ვარცხნილობია პოპულარობის პიკზე არის. თავის პოზიციებს ბობ-კარე არც 2018 წელს თმობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის ქალის ნებისმიერ გარეგნობას ხიბლს მატებს და ამასთან, ამ ვარცხნილობის უამრავი ვარიანტი არსებობს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ტიპის თმას უხდება.

image

ბოქს-კარე — არის ვარცხნილობა, რომლის გამოყენებით შეიძლება სახის ნაკვთების კორექცია და აქცენტის თვალებზე გადატანა. ამასთან, მისი დავარცხნა და ფორმაში მოყვანა ძალიან მარტივია.

image

ბობ–კარე მოკლე თმაზე

imageთუ მოკლე თმა მოგწონთ, ეს ვარცხნილობა სწორედ თქვენთვის არის მოგონილი. თანამედროვე იერი რომ ჰქონდეს გარეგნობას, თმა ასიმეტრიულად უნდა იყოს აჭრილი. თუმცა, გარკვეული წესების დაცვა აქაც საჭირო არის.

image

image

ბობ–კარე საშუალო სიგრძის თმაზე

imageსწორედ ასეთი სიგრძეა ყველაზე პოპულარული 2018 წელს.

image

ასე, რომ — ამ ვარიანტსაც მიაქციეთ ყურადღება:

image

ბობ-კარეს შეუძლია ნებისმიერი თმა უფრო ტექსტურულად და მსუბუქად წარმოაჩინოს, და ასევე, უფრო მოცულობითს გახადოს.

«ჩოლკია» მოგწონთ? აირჩიეთ მოგრძო ან აჩეხილი ბობ-კარე.

image

image

მოგრძო ბობ–კარე

imageასეთი ვარცხნილობა იერს სითამამეს მატებს. ამიტომ, ის უფრო მეტად ახალგაზრ და გაბედული ქალბატონებისთვის არის მისაღები.

imageimage

გრადუირებული ვარცხნილობა

imageცვლილება გინდათ? — დაამატეთ ვარცხნილობას გრადუირება (შეჭრილი თმის სიგრძეებს შორის სხვაობა დიდია და მათ შორის გადასვლები მკვეთრი და შესამჩნევია).

image

image

კრეატივული ვარცხნილობა

imageთუ თამამი და არაორდინალური პიროვნება ბრძანდებით, მაშინ შეგიძლიათ თქვენს იერს კრეატივულობა შემატოთ – აიპარსეთ საფეთქელი ან კეფა.

image

ეს არა მარტო კრეატივული, ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული იქნება!

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!

წარმოუდგენელი გარდასახვა. მხოლოდ თმა შეიჭრეს და ....

თმის გაღიავება გვირილით

0
25588
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
25588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0