x
ტობავარჩხილის ტბა - ადგილი, სადაც ადამიანს ყველა პრობლემა ავიწყდება

image




სამეგრელო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სწორედ აქ მდებარეობს ეს პატარა სამოთხე, რომელიც ზღვის დონიდან 2650 მეტრზეა. ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი, ამ ორივე ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. დიდი ტობავარჩხილის მაქსიმალური სიღრმე 35 მეტრია. სარკის ფართობი 0.21 კვადრატული კილომეტრი. სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, იმით რომ ამ მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება. ამ ადგილზე დროის შეგრძნება იკარგება და თავი სრულიად სხვა განზომილებაში გგონია. არაფერზე აღარ ფიქრობ გარდა იმისა, რომ დარჩე ტბაზე და დატკბე, ამ მისტიკურად ლამაზი ტბის სანახაობით.imageimageimageimageimage




1
1524
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ssss111
ssss111
1524
  
2019, 28 ივნისი, 13:23
ვიკიპედიაში მაინც ნახეთ სად მდებარეობს "ტობავარჩხილი" სიღრმე და სარკის ფართობი "ტობავარჩხილის" გახლავთ მაგრამ მხოლოდ ერთი ფოტოს გარდა არც ერი ფოტო არ არის ამ ტბის, გვერდი არ მაძლევს საშუალებას დავდო ამის დამადასტურებელი მასალები, ვიტოვებ იმედს ადმინისტრაცია გამოასწორებს აღნიშნული უზუსტობას.
0 1 1